Top 5 HR ადმინისტრირების სისტემა საქართველოს ბაზრისთვის | 2026 შედარება
top of page
Search

Top 5 HR ადმინისტრირების სისტემა საქართველოს ბაზრისთვის

  • Writer: Tamar Bosikashvili
    Tamar Bosikashvili
  • 1 day ago
  • 5 min read

HR ადმინისტრირების დროში გაწელილი, ხელით შესრულებული პროცესები აღარ არის თანამედროვე ბიზნესის ნორმა. Excel-ის ცხრილები, ქაღალდის დოკუმენტბრუნვა და მანუალური ხელფასის გამოთვლები მნიშვნელოვან დროსა და რესურსებს ფლანგავს, ზრდის შეცდომების რისკს და აფერხებს HR გუნდების სტრატეგიულ მუშაობას.

ამ სტატიაში განვიხილავთ Top 5HR ადმინისტრირების სისტემას, რომლებიც პასუხობს ქართული ბაზრის მოთხოვნებს. ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ობიექტური შედარების საფუძველზე, რომ იპოვოთ თქვენი ბიზნესისთვის სწორი გადაწყვეტა.

1. Aisitec HR - სრულყოფილი ქართული HR სისტემა

ვებგვერდი: www.aisitec.com

Aisitec HR არის ქართული SaaS პლატფორმა, რომელიც 2016 წლიდან ემსახურება საქართველოს ბაზარს. სისტემა შექმნილია ქართული შრომის კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და დღეს მას ბაზრის ლიდერი კომპანიები იყენებენ, როგორიცაა მაგალითად: Silk Hostpitality, Radisson Blu, Kokhta Bakuriani, Crystal Bank (საბაზისო ვერსია), DDG, MS+, Vaporia და სხვები.

ძირითადი ფუნქციები

Aisitec HR მოიცავს სრულყოფილ HR მოდულების პაკეტს:

  • HR ადმინისტრირება - თანამშრომელთა მონაცემების ცენტრალიზებული მართვა

  • ნამუშევარი დროის აღრიცხვა და ცვლები - ზეგანაკვეთური საათების, ღამის ცვლების და დასვენების დღეზე ნამუშევარი საათების ავტომატური დათვლა

  • Payroll - ხელფასების, ბონუსებისა და დაქვითვების სრული ავტომატიზაცია, მულტი-ვალუტის მხარდაჭერით

  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვა - მოქნილი ვიზირების სქემები და ციფრული ხელმოწერა

  • 360° შეფასება - სტრუქტურირებული შეფასების პროცესები

  • ანალიტიკა და ანგარიშგება - Real-Time მონაცემები გადაწყვეტილებების მისაღებად

  • თვითმომსახურება - თანამშრომლებისთვის მობილური და ვებ აპლიკაციით

ფასი

Aisitec HR მუშაობს subscription მოდელით. ფასები განისაზღვრება კომპანიის ზომისა და არჩეული მოდულების მიხედვით. უფასო 14-დღიანი დემო ვერსია ხელმისაწვდომია.

კლიენტების ტიპები:

  • საშუალო და მსხვილი (100+ თანამშრომლიანი) კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ კომპლექსური HR ეკოსისტემა

  • HR Outsourcing კომპანიები, რომლებიც მართავენ რამდენიმე კომპანიას

  • ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ ქართული კანონმდებლობის სრული დაცვა

ინტეგრაციები

პლატფორმა უზრუნველყოფს ნებისმიერ custom ინტეგრაციებს, მაგალითად: rs.ge-სთან, ბუღალტრულ სისტემებთან, ორგანიზაციის AD სთან, სხვადასხვა ტიპის ტურნიკეტთან და სხვა ბიზნეს ინსტრუმენტებთან.

Aisitec HR System Screenshot from Dashboard
Aisitec HR Administration System

2. Self.HR - პირველი ქართული Mobile HR App სისტემა

ვებგვერდი: www.self.hr

Self.HR არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც 2021 წლიდან ქმნის HR პროცესების ციფრული მართვის პლატფორმას. დღეს სისტემით 1,200-ზე მეტი კომპანია სარგებლობს და 120,000-ზე მეტი თანამშრომელი იყენებს მას ყოველდღიურად.

ძირითადი ფუნქციები

Self.HR ფოკუსირებულია HR ადმინისტრაციის გამარტივებაზე:

  • HR ადმინისტრირება და ანალიტიკა - თანამშრომელთა მონაცემების მართვა

  • დოკუმენტბრუნვა - ციფრული დოკუმენტების მართვა

  • ნამუშევარი დროის აღრიცხვა - დასწრების და სამუშაო საათების აღრიცხვა

  • Payroll - ხელფასებისა და ბენეფიტების მართვა

  • შიდა კომუნიკაციები - გუნდის ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა 

  • რეკრუტინგი - onboarding/offboarding თანამშრომლებისთვის desktop/mobile აპლიკაციის საშუალებით

  • სელფ სერვისი - მობილური აპლიკაცია თანამშრომლებისთვის

ფასი

Self.HR-ის საფასო პოლიტიკა მოითხოვს ინდივიდუალურ კონსულტაციას კომპანიის საჭიროებების შეფასების შემდეგ.

ვისთვის არის შესაფერისი

  • ქართული კომპანიები, რომლებსაც სურთ ლოკალური მხარდაჭერა

  • ორგანიზაციები, რომლებიც ეძებენ სწრაფ დანერგვასა და ქართულენოვან პლატფორმას

  • ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ მობილური თვითმომსახურების ფუნქციონალი

სისტემა ორიენტირებულია ქართული ბაზრის სპეციფიკაზე და ადგილობრივი სტანდარტების დაცვაზე.

Self.HR System Mobile App
Self.HR System Mobile App

3. BambooHR - გლობალური HR სისტემა


ვებგვერდი: www.bamboohr.com

BambooHR დაარსდა 2008 წელს და დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი HR პლატფორმა მსოფლიოში. სისტემა შექმნილია 350-მდე თანამშრომლის მქონე კომპანიებისთვის და გამოირჩევა მარტივი ინტერფეისითა და ფართო ფუნქციონალით.

ძირითადი ფუნქციები

BambooHR მოიცავს ორ ძირითად პაკეტს - Core და Pro:

  • HR მართვა - თანამშრომელთა ბაზა და დოკუმენტბრუნვა

  • Payroll - ინტეგრირებული Trax Payroll სისტემით

  • დროის აღრიცხვა - შესვენებების, შვებულებებისა და დასწრების თვალყურის დევნება

  • ონბორდინგი - ახალი თანამშრომლების სწრაფი ინტეგრაცია

  • ATS (Applicant Tracking) - კანდიდატების მართვა

  • Performance Management - მიზნების დასახვა და შეფასება (Pro პაკეტში)

  • ბენეფიტების ადმინისტრირება - ჯანდაცვისა და სხვა უპირატესობების მართვა

ფასი

  • 25-მდე თანამშრომელი: $250/თვე (ფიქსირებული)

  • 25+ თანამშრომელი: თანამშრომელზე გაანგარიშებული ფასი, დაახლოებით $8-10+ PEPM (Per Employee Per Month)

  • მოცულობითი ფასდაკლებები ხელმისაწვდომია

ვისთვისაა შესაფერისი

  • მცირე და საშუალო ბიზნესები

  • კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ user-friendly, ინტუიციური სისტემა

ინტეგრაციები

BambooHR უზრუნველყოფს 100+ ინტეგრაციას, მათ შორის: Slack, Google Workspace, QuickBooks, Zapier და სხვა.

გაითვალისწინეთ: ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს ბოლო პერიოდში ფასების ზრდას და პაკეტების რესტრუქტურიზაციას.

BambooHR System Screenshot
BambooHR System

4. Deel - გლობალური HR და Payroll ლიდერი


ვებგვერდი: www.deel.com

Deel დაარსდა 2018 წელს და სწრაფად გახდა ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა საერთაშორისო დასაქმებისა და გლობალური Payroll-ის მართვისთვის. სისტემა ემსახურება 150+ ქვეყანას.

ძირითადი ფუნქციები

Deel გთავაზობთ მოდულურ სერვისებს:

  • Deel HR (უფასო) - ბაზისური HR მართვა, onboarding/offboarding, დროის აღრიცხვა

  • კონტრაქტორების მართვა - საერთაშორისო კონტრაქტორების გადახდები და შესაბამისობა

  • EOR (Employer of Record) - საზღვარგარეთ თანამშრომლების დაქირავება ლოკალური იურიდიული პირის გარეშე

  • გლობალური Payroll - ხელფასების მართვა იმ ქვეყნებში, სადაც თქვენ უკვე გაქვთ ლეგალური სტრუქტურა

  • Compliance მართვა - ავტომატური გადასახადებისა და შრომის კანონმდებლობის დაცვა

  • ბენეფიტების ადმინისტრირება - ქვეყნის მიხედვით მორგებული ბენეფიტები

ფასი

  • Deel HR: უფასო

  • კონტრაქტორები: $49/თვე თითო კონტრაქტორზე

  • EOR: $599/თვე თითო თანამშრომელზე

  • Payroll: $29/თვე თითო თანამშრომელზე

  • Deel Engage: $20+ PEPM (Performance Management)

ვისთვის შესაფერისია

  • კომპანიები, რომლებსაც ყავთ თანამშრომლებს ბევრ ქვეყანაში

  • სტარტაპები და ტექ კომპანიები დისტანციური გუნდებით

ინტეგრაციები

Deel ინტეგრირდება QuickBooks, Xero, NetSuite, BambooHR, Slack, Microsoft Teams-თან და სხვა. ასევე გთავაზობთ API-ს მორგებული ინტეგრაციებისთვის.

გაითვალისწინეთ: Deel უპირატესად ფოკუსირებულია გლობალურ ბაზარზე და შესაძლოა ნაკლებად მოერგოს მხოლოდ ქართულ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს.

Deel HR System Screenshot
Deel HR System

5. PeopleForce - ხელმისაწვდომი all-in-one სისტემა

ვებგვერდი: www.peopleforce.io

PeopleForce არის all-in-one HR პლატფორმა, რომელიც გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით ბაზარზე. სისტემა შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და გთავაზობთ მოქნილ, მორგებად ფუნქციონალს.

ძირითადი ფუნქციები

PeopleForce მოიცავს:

  • CoreHR - თანამშრომელთა მონაცემთა ბაზა, დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერა

  • ATS - რეკრუტინგისა და კანდიდატების მართვა

  • Performance Management - OKR/KPI ტრექინგი, 1-on-1 შეხვედრები, 360° შეფასება

  • დროის აღრიცხვა - სამუშაო საათებისა და შვებულებების მართვა

  • Onboarding/Offboarding - ავტომატიზებული workflow-ები

  • Survey-ები - თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევები

  • ანალიტიკა - სრულყოფილი ანგარიშგება და მონაცემთა ვიზუალიზაცია

ფასი

PeopleForce გთავაზობთ ორ ძირითად პაკეტს:

  • Standard: $2.5 PEPM (მინიმუმ $125/თვე 50 თანამშრომლამდე)

  • Professional: $3 PEPM (მინიმუმ $150/თვე 50 თანამშრომლამდე)

  • 14-დღიანი უფასო ვერსია

ვისთვის არის შესაფერისი

  • მცირე ბიზნესები და სტარტაპები შეზღუდული ბიუჯეტით

  • კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი დანერგვა

ინტეგრაციები

სისტემა ინტეგრირდება Slack, Google Workspace, Microsoft Outlook, Telegram, LinkedIn-თან და სხვა პოპულარულ ინსტრუმენტებთან.

PeopleForce HR System Screenshot
PeopleForce HR System

როგორ ავირჩიოთ სწორი HR სისტემა ბიზნესისთვის?


HR სისტემის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

1. ბიზნესის ზომა და ზრდის პერსპექტივა

  • 50-მდე თანამშრომელი: PeopleForce ან BambooHR (Core პაკეტი) შესაფერისია

  • 50+ თანამშრომელი: Aisitec HR, Self.HR, ან BambooHR (Pro პაკეტი)

  • გლობალური გუნდები: Deel იდეალურია საერთაშორისო ოპერაციებისთვის

2. ფუნქციონალური საჭიროებები

განსაზღვრეთ, რა მოდულები გჭირდებათ ყველაზე მეტად:

  • ძირითადი HR ადმინისტრირება

  • დროისა და ცვლების მართვა

  • Payroll და სახელფასო გამოთვლები

  • Performance Management

  • Recruitment და ATS

3. ბიუჯეტი

  • ეკონომიური: PeopleForce ($2.5-3 PEPM)

  • საშუალო: BambooHR, Aisitec HR, Self.HR

  • პრემიუმ: Deel (განსაკუთრებით EOR სერვისით)

4. ლოკალიზაცია და მხარდაჭერა

თუ თქვენი ბიზნესი მოქმედებს ძირითადად საქართველოში:

  • Aisitec HR და Self.HR გთავაზობთ სრულ ქართულენოვან ინტერფეისს, ქართული კანონმდებლობის შესაბამისობას და ლოკალურ მხარდაჭერას, თუმცა, ორივე პლატფორმა მრავალენოვანია, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ საერთაშორისო გუნდებიც მართოთ. მაგალითად, Self.HR-ს აქვს ISO სერთიფიკატები, ხოლო Aisitec GDPR-ის სრული დაცვით ოპერირებს, რომლის სერვერები ირლანდიაშია განთავსებული.

  • საერთაშორისო პლატფორმები (BambooHR, Deel, PeopleForce) უზრუნველყოფენ მსოფლიო სტანდარტებს და ფართო ინტეგრაციებს

5. ინტეგრაციები

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენი ამჟამად გამოყენებული ინსტრუმენტები (ბუღალტერია, CRM, კომუნიკაციის პლატფორმები) ხელმისაწვდომი არჩეული სისტემისთვის.

შეჯამება: რომელი HR სისტემა ავირჩიოთ ქართული ბაზრისთვის?


თითოეული ამ ხუთი HR სისტემიდან უნიკალური უპირატესობები გააჩნია:

  • Aisitec HR - იდეალურია საშუალო და მსხვილი ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სრულყოფილი, ლოკალიზებული ეკოსისტემა

  • Self.HR - შესაფერისია ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ Mobile-friendly ტექნოლოგიას და ადგილობრივ მხარდაჭერას

  • BambooHR - საუკეთესო არჩევანია SMB კომპანიებისთვის, რომლებიც აფასებენ user-friendly დიზაინს და მდიდარ ფუნქციონალს

  • Deel - ლიდერი გლობალური დასაქმების და საერთაშორისო Payroll-ის მიმართულებით

  • PeopleForce - ყველაზე ეკონომიური all-in-one გადაწყვეტა სწრაფი დანერგვისა და მაღალი customization-ით

სწორი HR სისტემის არჩევა არის ინვესტიცია თქვენი გუნდის პროდუქტიულობასა და ორგანიზაციის ზრდაში. გირჩევთ, გამოიყენოთ უფასო დემო ვერსიები და შეადაროთ სისტემები თქვენი სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით.

დამატებითი რესურსები:

გჭირდებათ დეტალური ინფორმაცია HR სისტემების შესახებ? დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის.

HR System Book a Demo

 
 
 
bottom of page