top of page
Search

ყველა HR პროცესი ერთ პლატფორმაში: რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სიმარტივე

  • Writer: Tamar Bosikashvili
    Tamar Bosikashvili
  • 2 days ago
  • 7 min read
Aisitec HR Platform desktop mockup

„ყველა HR პროცესი ერთ პლატფორმაში“ ნიშნავს, რომ HR ადმინისტრირება, Payroll, სამუშაო დროისა და ცვლების აღრიცხვა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, 360° შეფასება და ანალიტიკა ერთი პლატფორმიდან იმართება, Excel-ის ცხრილებისა და ერთმანეთისგან განცალკევებული სისტემების ნაცვლად.

თუმცა, მხოლოდ პროცესების ერთ სივრცეში გაერთიანება არ ნიშნავს, რომ პლატფორმა ზუსტია, უსაფრთხოა ან შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. სწორედ ამ საკითხებს უგულებელყოფს ბევრი კომპანია HR სისტემის არჩევისას.


Aisitec HR-ის მომხმარებლების გამოცდილება, რომელიც 2016 წლიდან გროვდება, აჩვენებს, რომ შედეგი იქმნება, როდესაც ერთიან პლატფორმას სიღრმისეული ფუნქციონალი, ავტომატიზაცია და კანონმდებლობასთან შესაბამისობა ემატება, დოკუმენტების ვიზირება და დამტკიცების პროცესი 30-50%-ით ჩქარდება, ხოლო Payroll-ში დაშვებული შეცდომები 60-80%-ით მცირდება.


ამ სტატიაში განვიხილავთ:

  • რას ნიშნავს რეალურად „ყველა HR პროცესი ერთ პლატფორმაში“;

  • როგორ განასხვავოთ ზედაპირული HR პლატფორმა სრულფასოვანი HR ეკოსისტემისგან;

  • რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოთ HR პლატფორმა;

  • როგორ აერთიანებს Aisitec HR სხვადასხვა მოდულებს ერთიან პლატფორმაში.

რას ნიშნავს რეალურად „ყველა HR პროცესი ერთ პლატფორმაში“?


პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლის შესახებ ყველა ინფორმაცია: დაწყებული შრომითი ხელშეკრულების პირობებით და სახელფასო ისტორიით, დასრულებული დისციპლინარული გაფრთხილებებით ან ცვლების თანამშრომელთა შორის თამაშით, ერთიან მონაცემთა ბაზაში ინახება. მონაცემების ცვლილება მხოლოდ ერთხელ ხდება და ავტომატურად აისახება ყველა იმ მოდულში, სადაც ეს ინფორმაცია გამოიყენება.

მაგალითად, თუ HR მენეჯერი თანამშრომელს ხელფასის ცვლილების ბრძანებას უფორმებს, ავტომატურად იწყება დადასტურების პროცესი, შემდეგ ცვლილება ავტომატურად აისახება Payroll-ში, ანალიტიკურ ანგარიშებსა და სხვა დაკავშირებულ მოდულებში. მონაცემების ხელით გადატანა ან ერთი და იმავე ინფორმაციის რამდენჯერმე შეყვანა აღარ არის საჭირო.


სწორედ ამით განსხვავდება სრულფასოვანი HR ეკოსისტემა იმ პლატფორმებისგან, რომლებიც საკუთარ თავს „ერთიან პლატფორმად“ წარმოაჩენენ, თუმცა რეალურად მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელ მოდულს აერთიანებენ. ასეთ სისტემებში ინფორმაცია ხშირად მაინც ცალკეულ მოდულებში ინახება და მათ შორის სინქრონიზაცია სრულყოფილად არ მუშაობს.


რატომ არ არის სიმარტივე საკმარისი კრიტერიუმი?

Aisitec HR - 3D Platform Icons Steps

მარტივი და ინტუიციური ინტერფეისი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ ის თავისთავად არ ამცირებს ოპერაციულ რისკებს.ბევრი კომპანია, რომელიც Excel-იდან HR პლატფორმაზე გადადის, პირველ რიგში სწორედ სიმარტივეს ანიჭებს უპირატესობას.


თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, კომპლექსური და ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესების გამო,  პრობლემები ისევ სახეზეა, მაგალითად:


  • Payroll-ის მონაცემების ნაწილობრივი დამუშავება;

  • თანამშრომლებისთვის ხელფასების მასობრივი ცვლილებების ან მასობრივი ბონუსების რთული მართვა;

  • აუდიტისთვის საჭირო ანგარიშების ხელით მომზადება;

  • მონაცემების სხვადასხვა წყაროდან გადამოწმება.

როდესაც კომპანიაში 50, 100 ან 200 თანამშრომელია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა:


  • Payroll-ის ან სხვა რთული პროცესის ავტომატიზაცია;

  • როლებზე დაფუძნებული წვდომის მართვა;

  • ცვლილებების ისტორიის (Audit Log) შენახვა;

  • შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

თანამედროვე HR სისტემისთვის დეტალური და სიღრმისეული ფუნქციონალი აუცილებელი მოთხოვნებია.

მნიშვნელოვანია: ფუნქციონალის სიღრმე არ ნიშნავს, რომ პლატფორმა რთული გამოსაყენებელია.

Aisitec HR სწორედ ამ პრინციპით არის შექმნილი: „HR ზედმეტი სირთულეების გარეშე.“


სად იმალება რისკი, როდესაც HR პლატფორმას სიღრმე აკლია


ერთი შეხედვით, ბევრი HR პლატფორმა მსგავს შესაძლებლობებს გვთავაზობს. თუმცა პრაქტიკაში განსხვავება მაშინ იკვეთება, როდესაც კომპანია იზრდება და პროცესები რთულდება.


კრიტერიუმი

ზედაპირული HR ინსტრუმენტი

Aisitec HR პლატფორმა

Payroll-ის ცვლილებები შუა თვიდან და სხვა კომპლექსური პროცესები

ცვლილებები თითოეული თანამშრომლისთვის ხელით სრულდება.

მასობრივი ცვლილებები ერთი მოქმედებით ხორციელდება.

წვდომის მართვა

ყველა მომხმარებელს თითქმის ერთნაირი წვდომა აქვს.

წვდომა როლების მიხედვით ნაწილდება. CFO ხედავს სრულ ფინანსურ სურათს, დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მხოლოდ საკუთარ გუნდს, HR კი მის პასუხისმგებლობაში მყოფ თანამშრომლებს.

Audit Log

ცვლილებების ისტორია ხშირად საერთოდ არ ინახება.

ყველა მოქმედება ფიქსირდება: ვინ, როდის და რა შეცვალა.

შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა

განახლებები ხშირად ხელით სრულდება და დაგვიანების რისკი არსებობს.

პლატფორმა ცვლილებებს ოპერატიულად ითვალისწინებს და შესაბამისობას ამარტივებს.

დანერგვა და განვითარება

სწრაფი დანერგვა, თუმცა შეზღუდული ფუნქციონალით.

ეტაპობრივი, მოდულური დანერგვა მონაცემთა მიგრაციითა და მომხმარებელთა გადამზადებით.

სწორედ ამ დეტალებში ჩანს განსხვავება HR პროგრამასა და სრულფასოვან HR ეკოსისტემას შორის.



რა უნდა შეაფასოთ HR სისტემის არჩევისას


1. Payroll-ის სიზუსტე  და ერთიანი HR პროცესების კომპლექსურობა


Payroll ნებისმიერი HR სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შეაფასეთ, შეუძლია თუ არა პლატფორმას:


  • კოპლექსური ფუნქციონალის მხარდაჭერა და თითოეული მოთხოვნის სრულად შესრულება.

  • ხელფასების მასობრივი ცვლილებების მართვა;

  • სხვადასხვა ანაზღაურების მოდელის მხარდაჭერა;

  • ავტომატური დარიცხვებისა და გამოქვითვების შესრულება;

  • რთული Payroll პროცესების ავტომატიზაცია Excel-ის ფორმულების გარეშე.


თუ ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ხელით სრულდება, შეცდომების რისკიც მაღალი რჩება.


სწორედ ამიტომ Aisitec Payroll პოზიციონირდება, როგორც Payroll-ის სიზუსტის ახალი სტანდარტი.



2. როლებზე დაფუძნებული წვდომა


ყველა თანამშრომელს ერთსა და იმავე მონაცემებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეს.თანამედროვე HR პლატფორმა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ:

  • CFO და CEO ხედავდნენ სრულ სახელფასო და ფინანსურ ინფორმაციას;

  • დეპარტამენტის ხელმძღვანელები მხოლოდ საკუთარი გუნდების მონაცემებზე იღებდნენ წვდომას;

  • სუპერვაიზორები და შუალედური დამხმარე რგოლი  მუშაობდეს მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაში არსებულ თანამშრომლებთან.

  • HR მენეჯერები აკონტროლებდნენ სრულ პროცესს

ასეთი მოდელი ერთდროულად ზრდის უსაფრთხოებას, ამარტივებს მართვას და ამცირებს მონაცემების არასწორი გამოყენების რისკს.



3. შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა

შრომითი რეგულაციები დროთა განმავლობაში იცვლება. თუ პლატფორმა ამ ცვლილებებს ოპერატიულად ვერ ასახავს, კომპანიას შესაბამისობის დარღვევისა და არასასურველი რისკების წინაშე აყენებს. HR პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ გუნდი ყოველთვის აქტუალური მოთხოვნებით მუშაობდეს და ცვლილებების ხელით გადამოწმება არ სჭირდებოდეს.



4. ფუნქციონალის სიღრმე ზედმეტი სირთულის გარეშე

მრავალფუნქციური პლატფორმა აუცილებლად რთული არ არის.საუკეთესო HR პლატფორმები რთულ პროცესებს ავტომატურად მართავენ, ხოლო მომხმარებლისთვის მარტივ და ინტუიციურ გამოცდილებას ინარჩუნებენ. Aisitec HR-ის დანერგვის მოდელიც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება: ეტაპობრივი იმპლემენტაცია, მონაცემთა მიგრაცია და მომხმარებლების გადამზადება, რათა ახალი სისტემის ათვისება სწრაფი და კომფორტული იყოს.



5. ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი

HR სისტემის მიზანი ადამიანების ჩანაცვლება არ არის.მისი მთავარი ფუნქცია განმეორებადი, რუტინული პროცესების ავტომატიზაციაა, რათა HR გუნდმა მეტი დრო დაუთმოს თანამშრომლების განვითარებას, ტალანტების მართვასა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.Aisitec HR სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება:

რუტინული პროცესები პლატფორმას მიანდე, დრო კი — ადამიანებს. - Aisitec Team

Aisitec HR: ერთი პლატფორმა და ურთიერთდაკავშირებული მოდულები


Aisitec HR აერთიანებს სხვადასხვა  მოდულებს, რომლებიც ერთმანეთთან სრულად არის ინტეგრირებული. თითოეული მათგანი კონკრეტულ HR პროცესს ემსახურება, თუმცა მათი მთავარი უპირატესობა სწორედ ერთიან მუშაობაშია. როდესაც თანამშრომლის მონაცემი ერთ მოდულში იცვლება, ცვლილება ავტომატურად აისახება მთელ პლატფორმაში. შედეგად, აღარ არის საჭირო ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა ადგილას შეყვანა ან გადამოწმება.

HR ადმინისტრირება

HR ადმინისტრირების მოდული კომპანიის ორგანიზაციულ სახეს და თანამშრომლის მთელ სასიცოცხლო ციკლს მართავს, როგორიცაა კანდიდატის დასაქმებიდან თანამშრომლობის დასრულებამდე.

აქ ინახება:

  • პოზიციებისა და დეპარტამენტების ისტორია;

  • სხვადსხვა მოთხოვნები თანამშრომლის, მენეჯერის თუ ჰრ ადმინის მხრიდან

  • თანამშრომლის პერსონალური ინფორმაცია;

  • შრომითი ხელშეკრულებები, დაწინაურებები, როტაციები და სხვა საკადრო ცვლილებები.

ყველა მონაცემი ერთიან ბაზაში ინახება და ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად სინქრონიზდება სისტემის სხვა მოდულებთან.



ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და ვიზირება

დოკუმენტების შეთანხმება აღარ საჭიროებს ელფოსტით გადაგზავნას, ბეჭდვას ან ხელმოწერების შეგროვებას.

Aisitec HR-ის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდული საშუალებას გაძლევთ:

  • ავტომატურად განსაზღვროთ დამტკიცების მარშრუტები;

  • მიიღოთ შეხსენება დაგვიანებულ დამტკიცებებზე;

  • ნებისმიერ დროს ნახოთ დოკუმენტის მიმდინარე სტატუსი;

  • სრულად აკონტროლოთ ცვლილებების ისტორია.

ეს ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და მნიშვნელოვნად აჩქარებს შიდა პროცესებს.



Payroll მოდული ავტომატიზაციას უკეთებს ხელფასების დარიცხვას და მნიშვნელოვნად ამცირებს ხელით მუშაობის საჭიროებას.

პლატფორმა უზრუნველყოფს:

  • ხელფასების ავტომატურ გამოთვლას;

  • პრემიებისა და დანამატების მართვას;

  • გამოქვითვების დამუშავებას;

  • მასობრივ სახელფასო ცვლილებებს;

  • Payroll-ის პროცესების შესრულებას Excel-ის რთული ფორმულების გარეშე.

შედეგად იზრდება სიზუსტე და მცირდება ადამიანური შეცდომების ალბათობა.



Aisitec დროის აღრიცხვის dashboard


ეს მოდული საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში მართოთ:

  • სამუშაო გრაფიკები;

  • ცვლები;

  • ზეგანაკვეთური საათები;

  • დასვენებისა და უქმე დღეების აღრიცხვა;

  • თანამშრომლებს შორის ცვლების გაცვლა.

ყველა ეს ინფორმაცია ავტომატურად უკავშირდება Payroll-ს, რაც ხელფასების დარიცხვას კიდევ უფრო ამარტივებს.



თანამშრომლის თვითმომსახურების პორტალი

Self-Service Portal თანამშრომლებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მართონ ყოველდღიური HR პროცესები.

მაგალითად, მათ შეუძლიათ:

  • ნახონ საკუთარი სახელფასო ინფორმაცია;

  • მოითხოვონ შვებულება, ტრეინინგი და სხვა

  • განაახლონ პერსონალური მონაცემები ან სამუშაო საათები;

  • წარადგინონ სხვადასხვა ტიპის მოთხოვნები.

ამის შედეგად HR გუნდი ნაკლებ დროს ხარჯავს განმეორებად ადმინისტრაციულ ამოცანებზე და მეტ ყურადღებას უთმობს სტრატეგიულ საქმიანობას.



360° შეფასება

360° შეფასების მოდული თანამშრომლის მუშაობის შეფასებას მრავალმხრივ უკუკავშირზე აფუძნებს.

შეფასებაში შეიძლება მონაწილეობდნენ:

  • უშუალო ხელმძღვანელი;

  • კოლეგები;

  • დაქვემდებარებული თანამშრომლები;

  • თავად თანამშრომელი (Self Assessment).

ასეთი მიდგომა ორგანიზაციას ეხმარება თანამშრომლების განვითარებაში და უფრო ობიექტური შეფასების სისტემის ჩამოყალიბებაში.



ანალიტიკა და ანგარიშგება

სისტემის ბოლო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ანალიტიკის მოდულია.

რეალურ დროში ხელმისაწვდომია ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის:

  • თანამშრომელთა რაოდენობა

  • კადრების გადინების მაჩვენებლები

  • Payroll-ის ხარჯები

  • შვებულებების სტატუსი

  • HR პროცესების ეფექტიანობა 

  • და სხვა რეპორტები

მონაცემები წარმოდგენილია ინტერაქტიული ანგარიშებისა და დაფების (Dashboards) სახით, რაც მენეჯმენტს სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.


რატომ მუშაობს ეს მიდგომა?

Aisitec HR-ის მთავარი უპირატესობა მხოლოდ 7 მოდულის არსებობა არ არის.მთავარია, რომ ყველა მოდული ერთიან ეკოსისტემას ქმნის. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლის მონაცემი მხოლოდ ერთხელ შეჰყავთ პლატფორმაში. ამის შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად ვრცელდება ყველა იმ პროცესზე, სადაც მისი გამოყენებაა საჭირო: HR ადმინისტრირებიდან Payroll-მდე, დოკუმენტბრუნვიდან ანალიტიკამდე.სწორედ ეს ამცირებს შეცდომებს, ზოგავს დროს და უზრუნველყოფს, რომ მთელი ორგანიზაცია ერთი, სანდო მონაცემთა ბაზით მუშაობდეს.


როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში

თეორიულად, ყველა HR პლატფორმა პროცესების გამარტივებას გვპირდება. თუმცა რეალური ღირებულება მაშინ ჩანს, როდესაც პლატფორმა ყოველდღიურ საქმიანობაში იწყებს მუშაობას.

Telegraph Hotel — Leading Hotels of the World-ის წევრი, 239-ნომრიანი სასტუმრო და 400-ზე მეტი თანამშრომლით: Aisitec HR-ს სამუშაო გრაფიკების, ცვლების და Payroll-ის მართვისთვის იყენებს. ადრე ეს პროცესები სხვადასხვა პლატფორმასა და Excel-ის ფაილებში ნაწილდებოდა, რაც დამატებით დროსა და რესურსს მოითხოვდა. დღეს კი სამუშაო გრაფიკები, ნამუშევარი საათები და სახელფასო მონაცემები ერთიან პლატფორმაში მუშავდება.ამის შედეგად HR გუნდი ნაკლებ დროს ხარჯავს ადმინისტრაციულ ამოცანებზე, ხოლო Payroll უფრო სწრაფად და მაღალი სიზუსტით მზადდება.



Vaporia-ს HR მენეჯერი, განსაკუთრებით გამოყოფს თანამშრომლების თვითმომსახურების პორტალს.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია თვითმომსახურების მოდულის დანერგვა, რომელმაც ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილება მნიშვნელოვნად გაზარდა. მათ ახლა შეუძლიათ სწრაფად და მარტივად გაუზიარონ ინფორმაცია მენეჯმენტს და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ წვდომა საკუთარ მონაცემებზე.“

Self-Service Portal-ის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა HR გუნდის ყოველდღიური ადმინისტრაციული დატვირთვა, რადგან თანამშრომლები ბევრ პროცესს დამოუკიდებლად მართავენ.



Direct Debit Georgia

Direct Debit Georgia-ს HR მენეჯერის, შეფასებით, პლატფორმა კომპანიის სამუშაო პროცესებს სრულად მოერგო.

„Aisitec HR ზუსტად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. სისტემის დანერგვამ გაამარტივა შიდა პროცესები, შეამცირა ოპერაციული ხარჯები და დაგვიზოგა დრო, რომელსაც ახლა უფრო სტრატეგიულ ამოცანებს ვუთმობთ.“

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ HR სისტემის მთავარი ღირებულება მხოლოდ პროცესების გაციფრულება არ არის. სწორად დანერგილი პლატფორმა ორგანიზაციას ეხმარება დროის, რესურსებისა და ადამიანური ძალისხმევის უფრო ეფექტიანად გამოყენებაში.


უსაფრთხოება და შესაბამისობა: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

HR პლატფორმა ყოველდღიურად ამუშავებს თანამშრომლების ყველაზე მგრძნობიარე მონაცემებს: პირად ინფორმაციას, ხელფასებს, შრომით ხელშეკრულებებსა და შეფასებებს.ამიტომ, ფუნქციონალთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მონაცემთა უსაფრთხოება და რეგულაციებთან შესაბამისობა. Aisitec HR განთავსებულია Amazon Web Services (AWS)-ის ირლანდიის მონაცემთა ცენტრში, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და GDPR-ის მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუმცა, უსაფრთხოება მხოლოდ მონაცემების დაცვას არ გულისხმობს.თანამედროვე HR პლატფორმა კომპანიას უნდა ეხმარებოდეს შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვაშიც. როდესაც რეგულაციები იცვლება, HR გუნდს სჭირდება პლატფორმა, რომელიც პროცესების სწორად მართვასა და შესაბამისობის შენარჩუნებაში დაეხმარება. Aisitec HR სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ამცირებს ადმინისტრაციულ რისკებს და HR გუნდს საშუალებას აძლევს, გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტუალური მონაცემების საფუძველზე მიიღოს.


„ყველა HR პროცესი ერთ პლატფორმაში“ მხოლოდ მარკეტინგული დაპირება არ უნდა იყოს. ნამდვილად ეფექტური HR პლატფორმა მხოლოდ სხვადასხვა პროცესის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებით არ შემოიფარგლება. მისი ღირებულება იმაში ჩანს, რამდენად ზუსტად მუშაობს Payroll, რამდენად მარტივია მონაცემების მართვა, რამდენად სწრაფად სრულდება დოკუმენტბრუნვა და რამდენად საიმედოდ არის დაცული ინფორმაცია.სწორედ ასეთ გარემოში იქცევა HR პლატფორმა ადმინისტრაციული ინსტრუმენტიდან ბიზნესის სტრატეგიულ პარტნიორად. Aisitec HR სწორედ ამ პრინციპით არის შექმნილი — ერთი პლატფორმა, ურთიერთდაკავშირებული მოდულები და პროცესები, რომლებიც ამცირებს რუტინულ სამუშაოს, ზრდის სიზუსტეს და HR გუნდს აძლევს შესაძლებლობას, მეტი დრო დაუთმოს ადამიანებს. თუ დღესაც რამდენიმე Excel ფაილს, ელფოსტასა და სხვადასხვა პლატფორმას შორის გიწევთ მუშაობა, შესაძლოა სწორედ ახლაა დრო, შეაფასოთ, რამდენის გამარტივება შეუძლია ერთიან HR პლატფორმას. მოითხოვეთ Aisitec HR-ის უფასო დემო და ნახეთ, როგორ მუშაობს სრულად ინტეგრირებული მოდულები  ერთ პლატფორმაში.


 
 
 

Comments


bottom of page