დროის აღრიცხვა და ცვლების მართვა: HR ადმინისტრირება
- Tamar Bosikashvili

- Feb 11
- 3 min read
კომპანიების საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებებისთვის, ზუსტი დროის აღრიცხვა და ეფექტური ცვლების მართვა უმნიშვნელოვანესია და ის აღარ არის მხოლოდ HR დეპარტამენტის ადმინისტრაციული ამოცანა. ეს არის ბიზნეს პროცესი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ხელფასების სიზუსტეზე, თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, შრომითი კანონმდებლობის დაცვაზე და საბოლოო ჯამში - კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.
Excel-ის ცხრილები, ფურცლომანია და მანუალური დათვლები უკვე ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს. კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლების 57% ფიქრობს, რომ არასწორი დროის აღრიცხვა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც იწვევს უკმაყოფილებას და ნდობის დაქვეითებას.
რა არის დროის აღრიცხვა და რატომ არის მნიშვნელოვანი
დროის აღრიცხვა და ცვლების მართვა არის სისტემური მიდგომა, რომელიც კომპლექსურად მოიცავს თანამშრომლების სამუშაო საათებს, შესვენებებს, ზეგანაკვეთურს, ღამის ცვლებს და შვებულებებს .
თანამედროვე ბიზნესისთვის ეს ნიშნავს:
ოპერაციულ ეფექტიანობას - სწორი ცვლების დაგეგმვა უზრუნველყოფს პერსონალის ოპტიმალურ დაკომპლექტებას
Payroll სიზუსტეს - ხელფასების გამოთვლა ხდება ზუსტად ნამუშევარი და ზეგანაკვეთური საათების მიხედვით
შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობას - ავტომატური მონიტორინგი ზეგანაკვეთურის, და დასვენების დღეების აღრიცხვაზე
როგორ მუშაობს თანამედროვე დროის აღრიცხვის სისტემა

ციფრული HR პლატფორმები ქმნიან ინტეგრირებულ ეკოსისტემას დროის აღრიცხვისთვის:
ავტომატური კალენდარის გენერაცია
სისტემა ქმნის თანამშრომლის სამუშაო კალენდარს ხელშეკრულების პირობების საფუძველზე: დღიური და კვირეული სამუშაო საათები, სამუშაო დღეები, დასვენების გრაფიკი და ზეგანაკვეთურის დათვლის წესები. თანამშრომელი ხედავს თავის გრაფიკს real-time რეჟიმში.
ავტომატური კალკულაცია და მონიტორინგი
სისტემა ავტომატურად თვლის და აფიქსირებს:
ზეგანაკვეთურ საათებს (შრომის კოდექსის მიხედვით)
ღამის ცვლების დანამატებს
დასვენების დღეებზე მუშაობის კოეფიციენტებს
შესვენებების დროს
გაცდენებს
ინტეგრაცია Payroll-თან
დროის აღრიცხვის მონაცემები ავტომატურად გადადის Payroll მოდულში, რაც უზრუნველყოფს ხელფასების ზუსტ და დროულ გამოთვლას.
როგორ გავაუმჯობესოთ დროის აღრიცხვა
1. გადავიდეთ სრულად ციფრულ სისტემაზე
Excel-ის ცხრილები და მანუალური შევსება ქმნის შეცდომებს და იწვევს დროის დაკარგვას. ციფრული HR სისტემები ამცირებენ შეცდომებს 60-80%-ით და ათავისუფლებენ HR გუნდს სტრატეგიული ამოცანებისთვის.
თანამშრომლებს ან უფლებამოსილ პირებს უნდა შეეძლოთ:
საკუთარი ან თანამშრომელთა ჯგუფის გრაფიკის ნახვა
გრაფიკის დაგეგმარება, მართვა და და გაცდენების დაფიქსირება
შვებულების მოთხოვნა
ცვლების გაცვლა კოლეგებთან
Self-service ფუნქციონალი ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას და ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას.
თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ:
როგორ ფიქსირდება სამუშაო საათები
რა დროს ითვლება დაგვიანება
როგორ ანაზღაურდება ზეგანაკვეთური
როგორ მოითხოვონ შვებულება
გამჭვირვალობა ზრდის ნდობას.
2. მონიტორინგი და ანალიტიკა
რეგულარულად გააანალიზეთ:
საპატიო და არასაპატიო გაცდენები
ზეგანაკვეთურის ტენდენციები
ცვლებზე დაკომპლექტების ეფექტიანობა
შრომითი ხარჯების დინამიკა
ცვლების მართვის სპეციფიკა
ცვლებით მომუშავე ბიზნესებისთვის (24/7 ოპერაცია, retail, ჰოსპითალითი)
კრიტიკულია:
გრაფიკის ადრეული დაგეგმვა - თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ ცვლების გრაფიკი მინიმუმ 2 კვირით ადრე, რაც აძლევს მათ საშუალებას დაგეგმონ პირადი ცხოვრება.
მოქნილობა და გაცვლის ფუნქციები - შესაძლებლობა გაცვალონ ცვლები კოლეგებთან.
ზეგანაკვეთურის პრევენცია - სისტემა უნდა აფრთხილებდეს მენეჯერს, როცა თანამშრომელი უახლოვდება ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო საათების ლიმიტს.
სამართლიანი როტაცია - დღისა და ღამის ცვლების, weekends და holidays-ის თანაბრად განაწილება გუნდში.
გავრცელებული შეცდომები რომლებიც უნდა ავიცილოთ თავიდან
შეცდომა #1: მანუალური პროცესების შენარჩუნება
ციფრული სისტემის არსებობის მიუხედავად, Excel-ის backup-ის შენახვა ან ქაღალდზე დუბლირება ქმნის დამატებით შეცდომებს და დროის დაკარგვას.
შეცდომა #2: დასტურების/ვიზირების არასწორი workflow
თუ ყოველთვიური დროის ანგარიში არ ვიზირდება პასუხისმგებელი პირების მიერ, იზრდება შეუსაბამობების და დავების რისკი Payroll-ის დროს.
შეცდომა #3: თანამშრომლების ჩაურთველობა
თუ სისტემა რთულია ან არაინტუიციური, თანამშრომლები იქნებიან უკმაყოფილოები და იქმნება წინააღმდეგობა. User-friendly ინტერფეისი კრიტიკულია.
Aisitec HR-ის დროის აღრიცხვის და ცვლების მოდული
Aisitec HR გთავაზობთ სრულყოფილ დროის აღრიცხვის პლატფორმას, რომელიც შექმნილია ქართული ბიზნესების საჭიროებებისთვის:
ავტომატური კალენდარი - გენერირდება კონტრაქტის პირობების მიხედვით, თანამშრომლებს და მენეჯერებს შეუძლიათ რედაქტირება საჭიროებისამებრ.
ცვლების ავტომატური დაგეგმვა - სადღეღამისო ცვლების, დღის/ღამის ცვლების, weekend shifts-ის მოქნილი მართვა.
ზეგანაკვეთურის ავტომატური დათვლა - სისტემა თვლის ყველა ზეგანაკვეთურ საათს შრომის კოდექსის მიხედვით.
ღამის და დასვენების დღეების დანამატები - ავტომატურად ითვლება და აისახება Payroll-ში.
ანგარიშგება და ანალიტიკა - დეტალური რეპორტები დროის, დეპარტამენტის, პროექტის ჭრილში.
ეს ყველაფერი ინტეგრირებულია Aisitec-ის სრულყოფილ HR სისტემასთან, რაც ნიშნავს შეუფერხებელ ინტეგრაციას ხელფასებთან, შვებულებებთან, შეფასებებთან და ანალიტიკასთან.
დასკვნა
დროის აღრიცხვა და ცვლების მართვა 2026 წელს უკვე სავალდებულო ციფრული პროცესია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნეს ეფექტიანობასთან. მანუალური სისტემები ქმნის შეცდომებს, ზრდის ხარჯებს და აფერხებს HR გუნდის სტრატეგიულ მუშაობას.
თანამედროვე ციფრული პლატფორმა კი უზრუნველყოფს სიზუსტეს, გამჭვირვალობას, შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და თანამშრომელთა მაღალ კმაყოფილებას.
თუ გსურთ გააციფრულოთ დროის აღრიცხვა და ცვლების მართვა თქვენს ორგანიზაციაში, მოითხოვეთ 14-დღიანი უფასო დემო და გაეცანით Aisitec HR-ის შესაძლებლობებს.




Comments