რა არის HR Self სერვისი და რატომ სჭირდება ის თანამედროვე კომპანიებს?
- Tamar Bosikashvili
- Sep 2
- 2 min read
წარმოიდგინეთ ყველაზე გავრცელებული და მარტივი სცენარი, თანამშრომელს სურს შვებულების აღება. ის ათანხმებს ზეპირსიტყვიერად უშუალო მენეჯერთან, შემდეგ იწერება HR-თან მეილს. ელოდება მოთხოვნის დოკუმენტს, შემდეგ დასტურს, შედეგად კი პროცესი იწელება რამდენიმე დღით.
ახლა წარმოიდგინეთ მეორე სცენარი: თანამშრომელი შედის HR სისტემაში, ორი კლიკით ავსებს შვებულების განაცხადს და მომენტალურად იწყება ვიზირების პროცესი, ინფორმაცია ვრცელდება ყველა უფლებამოსილ პირთან, რომლებსაც ერთი კლიკით შეუძლიათ მოთხოვნის დადასტურება ან უარყოფა.
აისიტექის Self HR სერვისით ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია არამარტო შვებულების მოთხოვნა, არამედ მივლინების, ტრეინინგების, შრომის აღრიცხვის ცვლილების, თუნდაც ხელფასის ცვლილების და ა.შ
HR Self სერვისის ფუნქციები, ციფრულ ეპოქაში გარდაუვალ სტანდარტად იქცა.

რას ნიშნავს აისიტექის HR Self სერვისი?
HR-ით თვითმომსახურების სერვისი (ან „თვითმომსახურება“) საშუალებას აძლევს თანამშრომლებს თავად მართონ საკუთარი HR პროცესი, HR დეპარტამენტის ზედმეტი ჩარევის გარეშე.
ყველაზე ხშირად თანამშრომლები იყენებენ თვითმომსახურებას იმისთვის, რომ:
განაახლონ პირადი მონაცემები და მიიღონ წვდომა საჭირო დოკუმენტებზე ნებისმიერ დროს.
მოითხოვონ შვებულება, შეავსონ მივლინების ფორმები, მოითხოვონ ტრეინინგები, თვითგანვითარებისთვის თანადაფინანსებები და ა.შ.
ნახონ ხელფასის ისტორია და ფინანსური ჩარიცხვების დეტალები.
მართონ შრომის ეფექტურობა, მათივე შრომის აღრიცხვის კალენდრით.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ HR გუნდი აღარ კარგავს რესურსს განმეორებით პროცესებში და უფრო მეტ დროს უთმობს სტრატეგიულ პროექტებსა და ადამიანების განვითარებას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
HR თვითმომსახურების სერვისი მხოლოდ დროის დაზოგვა არ არის. ის ცვლის ორგანიზაციულ კულტურას, თანამშრომლის გამოცდილებასა და HR დეპარტამენტის როლს:
✅ დაზოგილი დრო – აღარ არის საჭირო ელფოსტებზე პასუხი და ფურცლების ბეჭდვა.
✅ სიზუსტე – მონაცემებს თავად თანამშრომლები ქმნიან და მართავენ , რაც ერთი მხრივ პროცესების დელეგირებაა და მეორეს მხრივ ის ამცირებს შეცდომების რისკს.
✅ გამჭვირვალობა – ყველა ინფორმაცია ერთიან პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
✅ ჩართულობა – თანამშრომლები უფრო დამოუკიდებლები და კმაყოფილები ხდებიან.
როგორ მუშაობს ეს Aisitec HR სისტემაში?
Aisitec HR-ის თვითმომსახურების მოდული ინტეგრირებულია კომპანიის HR სისტემის ყველა ნაწილთან. თანამშრომლებს აქვთ წვდომა ერთიან პლატფორმაზე, სადაც შეუძლიათ:
საკუთარი პროფილის, სამუშაო ისტორიების და შესაბამისი დოკუმენტების ნახვა,
მასთან მიმართებაში არსებულ ნებისნიერ პროცესში ჩართულობა ვიზირების პროცესის დახმარებით
შვებულების, მივლინების, ტრეინინგის, უნარჩვევების განვითარებისთვის დაფინანსების ან გადამზადების მოთხოვნის შექმნა
სამუშაო დროის და შესაძლო ცვლების ნახვა და მართვა, რაც შრომის ეფექტურობის საფუძველს ხდის
ხელფასის ამონაწერის და ნებისმიერი საფინანსო დარიცხვის რეალურ დროში ნახვა
ეს ყველაფერი ხდება ავტომატიზებულად, ხოლო HR გუნდს აღარ სჭირდება ხელით მონაცემების დამუშავება.
დასკვნა
დღეს HR თვითმომსახურების სერვისი აღარ არის “nice to have“ – ის ბიზნესის აუცილებლობაა. კომპანიები, რომლებიც იყენებენ თვითმომსახურებას, იღებენ ორმაგ სარგებელს:
თანამშრომლები უფრო კმაყოფილები და დამოუკიდებლები ხდებიან
HR დეპარტამენტი თავისუფლდება რუტინული საქმეებისგან და ფოკუსირდება განვითარებაზე
Aisitec HR გთავაზობთ სრულყოფილ თვითმომსახურების მოდულს, რომელიც ინტეგრირებულია HR ადმინისტრირებასთან, Payroll-თან, დროის აღრიცხვასთან და ანალიტიკასთან.
Comments