top of page
Search

ახალი კლიენტის Onboarding Aisitec HR-ში: გამჭვირვალე და სტრუქტურირებული პროცესი

  • Writer: Tamar Bosikashvili
    Tamar Bosikashvili
  • Dec 16
  • 2 min read

HR სისტემის შეცვლა ან ახლის დანერგვა ყოველთვის დიდი ნაბიჯია. სწორედ ამიტომ, Aisitec HR-ში წარმატებული დანერგვა იწყება გამჭვირვალე და სტრუქტურირებული onboarding პროცესით.

ჩვენი მიზანია, ეს პროცესი გავხადოთ მარტივი, გასაგები და თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული.

New Client Onboarding Process at Aisitec HR, Banner

რატომ არის Onboarding კრიტიკულად მნიშვნელოვანი

HR პლატფორმის წარმატებით დანერგვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ეს არის ორგანიზაციული ტრანსფორმაცია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს:

თანამშრომელთა გამოცდილებაზე: როდესაც HR პროცესები გამართულია, თანამშრომლები სწრაფად იღებენ საჭირო მომსახურებას - ხელფასის უწყისიდან შვებულების მოთხოვნამდე.

HR გუნდის ეფექტიანობაზე: სწორი onboarding უზრუნველყოფს, რომ HR პროფესიონალები სრულად გამოიყენებენ სისტემის შესაძლებლობებს და არა მხოლოდ მის ნაწილს.

ROI-ზე: სტრუქტურირებული დანერგვა პირდაპირპროპორციულია ბიზნესის წარმატების.

სწორედ ამიტომ, Aisitec HR-ის onboarding პროცესი დამყარებულია გამჭვირვალობაზე და პარტნიორულ მიდგომებზე.

Aisitec HR Onboarding: 5 ძირითადი ეტაპი

ეტაპი 1: საწყისი შეხვედრა და მოლოდინების დადგენა

Demo-ს შემდეგ იწყება თქვენი რეალური მოგზაურობა Aisitec-თან.

  • ვსაუბრობთ თქვენს ბიზნეს მოთხოვნებზე , საშუალო და მსხვილი კომპანიის ფარგლებში, ვადგენთ შესაძლო დავალებებს და ინტეგრაციებს სხვა პლატფორმებთან, მათი არსებობის შემთხვევაში  შესრულების დროს და ბიუჯეტს. 

  • ვსაზღვრავთ ინციდენტების მართვის წესებს 

  • ვაფორმებთ ხელშეკრულებას

  • ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ვხსნით HR პლატფორმას პირველი ავტორიზებული მომხმარებლისთვის

ეტაპი 2: დანერგვის გეგმის შემუშავება

პირველი შეხვედრის შემდეგ, ერთად ვქმნით დანერგვის გეგმას: ვადგენთ კლიენტი კომპანიისთვის მონაცემების მიგრაციის საშულებებს და ვადებს 

ეტაპობრივი მიდგომა: მონაცემემთა მიგრაციის საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში, გადავდივართ სისტემის კონფიგურაციაზე, თუმცა, HR თანამშრომელს შეუძლია სისტემაში მუშაობის დაწყება პოზიციების და ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნით და თანაშრომელთა პირადი ბარათების ატვირთვით.

იმ შემთხვევაში თუ მიგრაცია არის საჭირო, პროცესი მიდის ეტაპობრივად, რომ HR ადმინისტრატორმა რეალურ დროში თვალყური ადევნოს მიგრაციის თითოეულ ეტაპს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს კორექტირებები ან ახალი დამატებითი მონაცემები.

ასევე Aisitec HR მოიცავს მრავალ მოდულს - ადმინისტრირება, დოკუმენტბრუნვა, Payroll, დროის აღრიცხვა, 360° შეფასება და სხვა. ჩვენ ვგეგმავთ მათ დანერგვას კლასტერიზებულად, რათა პროცესი იყოს მართვადი და არა გადატვირთული.

ეტაპი 3: ტექნიკური დანერგვა და კონფიგურაცია

მიგრაციის პარალელურად ხდება სისტემის კონფიგურირება ორგანიზაციის სტრუქტურაზე და საქმიანობაზე:

სისტემის კონფიგურაცია:

  • ნაგულისხმევი როლებთან ერთად, სხვა საჭირო სისტემური როლების შექმნა

  • კომპანიის პარამეტრების დაყენება, როგორიცაა კომპანიის ლოგო, კონტრაქტის ვადის გასვლაზე წინასწარი შეტყობინებების ხანგრძლივობა, ნაგულისხმები სამუშაო საათი დღეში და ა.შ  

  • თითოეული HR პროცესისთვის ვიზირების სქემების კონფიგურაცია 

  • ხელშეკრულების Templates ატვირთვა

  • ცვლებისა და დროის აღრიცხვის პარამეტრების მორგება, მათ შორის შვებულების ტიპების განსაზღვრა

  • Payroll-ის კონფიგურაცია თქვენი ფინანსური მოთხოვნების შესაბამისად

ეტაპი 4: ტრენინგი და გუნდის მომზადება

ტექნოლოგია არ არის საკმარისი - საჭიროა, რომ თქვენმა გუნდმა იცოდეს როგორ გამოიყენოს იგი ეფექტურად.

როლზე დაფუძნებული ტრენინგები:

ტრენინგი ტარდება HR თანამშრომლებისთვის, თემატურად დაყოფილია 3 ნაწილად და ხანგძლივობა განისაზღვრება რამდენიმე საათით, არაუმეტეს 4 საათისა თითო ტრეინინგი.

სრული მხარდაჭერა: ტრენინგების პარალელურად, ონბორდინგის პროცესში ჩვენი გუნდი ხელმისაწვდომია ყველა კითხვისთვის და დახმარებისთვის.

ეტაპი 5: Go-Live და უწყვეტი მხარდაჭერა

სისტემის სრულად გაშვების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება:

რეგულარულად ვიღებთ feedback-ს თქვენი გუნდისგან და ვხვდებით, რა სჭირდებათ დამატებით.

სისტემა მუდმივად ვითარდება თქვენი საჭიროებების შესაბამისად. ვამატებთ ახალ ფუნქციებს და ვაუმჯობესებთ არსებულს.

რატომ არის Aisitec-ის Onboarding განსხვავებული


პარტნიორული მიდგომა: ჩვენ ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობას. თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა.

მოქნილობა და პერსონალიზაცია: თითოეული კომპანიის onboarding პროცესი მორგებულია მათ კონკრეტულ საჭიროებებზე.

დაიწყეთ HR ტრანსფორმაცია Aisitec HR-თან

Aisitec HR-ის onboarding პროცესი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი HR ციფრული ტრანსფორმაცია იყოს გამჭვირვალე, სტრუქტურირებული და წარმატებული.

ჩვენ გვენდობიან ბაზრის ლიდერები - სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, როგორ უნდა გავხადოთ რთული პროცესები მარტივი და გასაგები ადამიანებისთვის.

მზად ხართ დაიწყოთ HR ტრანსფორმაცია? 


მოითხოვეთ დემო ვერსია და გაეცანით Aisitec HR-ის შესაძლებლობებს: www.aisitec.com

Aisitec HR System Demo Banner

 
 
 

Comments


bottom of page