რა არის HR ავტომატიზაცია? გზამკვლევი და პრაქტიკული მაგალითები
- Tamar Bosikashvili
- Jul 23
- 2 min read
Updated: Sep 2

ადამიანური რესურსების მართვის სისტემამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა: თუ წარსულში HR დეპარტამენტის საქმიანობა მხოლოდ დოკუმენტაციით, შვებულებების აღრიცხვითა და ანგარიშგებით შემოიფარგლებოდა, დღეს მის როლი გაცილებით სტრატეგიულია – ის პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც კორპორაციულ კულტურაზე, ისე კომპანიის გრძელვადიან განვითარებაზე.
ტექნოლოგიის განვითარებამ ადამიანის რესურსების მართვის მექანიზმიც შეცვალა. დღეს მენეჯმენტ სისტემის გაციფრულებით ორგანიზაციებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, ყველა პროცესი სწრაფად, გამჭვირვალედ და მოქნილად მართონ, დაზოგონ დრო და საოპერაციო რესურსები. ამ ცვლილებების მთავარი და ძირეული საწყისი HR პროცესების ავტომატიზაციააა. ის თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად არჩეული HR სისტემა კომპანიის განვითარებაში, ამ ბლოგში გიზიარებთ. ეფექტიანობის ზრდა და რესურსების ოპტიმიზაცია
მოწესრიგებული და სტუქტურიზებული მონაცემთა საცავი პროცესების ავტომატიზაციის მთავარი პირობაა, ხოლო მისი საშუალებით არსებული პროცესების ავტომატური გენერაცია და მართვა სრულად ზრდის ადამიანური ძალის ოპტიმიზაციასა და ეფექტურობას. მაგალითად: ავტომატური შეტყობინებები ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადის ავტომატური გაგრძელების შესახებ, ვიზირების პროცესების ავტომატური გაშვება , ცვლებისა და სამუშაო გრაფიკების გენერაცია, ანალიტიკაზე დაყრდნობით სწავლების და გადამზადების შესახებ პროგნოზების წარმოშობა, თანამშრომლების წარმადობის და ქცევის შეფასება და სხვა.
მსგავსი ხელსაწყოების არსებობა ნიშნავს იმას, რომ HR გუნდს თავისი დროის სტრატეგიულად, მნიშვნელოვანი და კრეატიული გადაწყვეტილებისთვის გამოყენების საშუალება აქვს.
ზუსტი შედეგები და მექანიკური შეცდომების შემცირება
ადმინისტრაციული თუ ტექნიკური დავალებების ზუსტი გამოთვლებით და თანმიმდევრული ლოგიკით შესრულება, მნიშვნელოვნად ამცირებს იმ შეცდომების რაოდენობას, რომელიც ხშირად ხელით შესრულებულ კალკულაციებს მოსდევს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელფასო ანგარიშგებაში, ზეგანაკვეთური ანაზღაურების, დაქვითვებისა და ბონუსების მართვისას, სადღეღამისო ცვლების და ნამუშევარი დროის დათვლისას და სხვა.
Aisitec-ის სისტემაში ეს პროცესები სრულად ავტომატიზებულია.
თანამშრომლის გამოცდილების გაუმჯობესება
Aisitec-ის HR სისტემა, ის კომპანიის თითოეული თანამშრომლის გამოცდილებაზეა მორგებული — თვითმომსახურეობის პორტალის მეშვეობით მათ დამოუკიდებლად და მარტივად შეუძლიათ პირად მონაცემებზე უსაფრთხო წვდომა, მათთვის სასურველი მოთხოვნების (ტრეინინგის, სერტიფიცირების, ხელფასის მატების) ინიცირება, შვებულების მოთხოვნა, სამუშაო გრაფიკის მართვა და ა.შ.
რეალური დროის ანალიტიკა
ზუსტი, ორგანიზებული და განახლებადი მონაცემები რეალურ დროში ღრმა ანალიტიკის საშუალებას იძლევა, რაც კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
მაგალითად, ისტორიული მონაცემების ანალიზი ხელს უწყობს მომავალი შედეგების პროგნოზირებას, რაც პროაქტიულ (არა რეაქტიულ) ქმედებებსა და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების საწინდარია.
მონაცემების ანალიტიკა პრობლემებს ადრეულ ეტაპზევე ავლენს და მიზეზების სწრაფ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. ამის გარდა, საჭირო და უტყუარი მონაცემებით შესაძლოა, კომპანიამ თანმიმდევრული , უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბაზრის ცვლილებებზე, ტრენდებსა და სხვა.
კანონთან შესაბამისობა (compliance)
HR ავტომატიზაციის სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა შიდა პროცესი თუ შინაგანაწესი შრომის კოდექსთან სრულ თანხვედრაში იყოს და კანონმდებლობით დადგენილი რეპორტინგი და ანგარიშგება დროის ნებისმიერ მომენტრში გენერირდებოდეს. რის შედეგად კომპანიისთვის სამართლებრივი ხასიათის რისკები მცირდება.
ასევე Aisitec-ის სისტემა მომენტალურად რეაგირებს შესაბამის კანონში შეტანილ განახლებებსა თუ ცვლილებებზე. ეს ორგანიზაციას იურიდიული პასუხისმგებლობებისთვის განსაზღვრული დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება.
პირად მონაცემთა უსაფრთხოება
ადამიანთა რესურსების მართვისას კომპანიისა და მისი თანამშრომლების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
Aisitec-ის ავტომატიზაციის ხელსაწყო მაქსიმალურად უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან თანხვედრას.
ხელსაწყოში ჩანერგილია:
✓ Enterprise დონეზე უსაფრთოხების პროტოკოლები და შიფრაცია
✓ Amazon Cloud-ის დაცული ინფრასტრუქტურა ევროპის რეგიონში
✓ ISO სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული ორგანიზაციული პროცედურები და უწყვეტობის პროტოკოლები
ადამიანის რესურსების ავტომატიზაცია ქმნის თანამედროვე სტანდარტს იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გამჭვირვალე, ზუსტი და ადამიანზე ორიენტირებული სამუშაო სტრატეგიის დანერგვა სურთ.
Aisitec-ის HR სისტემა სწორედ ამ მიზანს ემსახურება: დაეხმაროს კომპანიებს, ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით დაიბრუნონ დრო, შეამცირონ რისკები და გააძლიერონ გუნდი.
დაჯავშნეთ დემო ახლავე და გაიგეთ მეტი ჩვენს HR სისტემის შესახებ.
Comments