top of page
Search

პერსონალის სადღეღამისო ცვლები ბიზნესისთვის

  • Writer: Tamar Bosikashvili
    Tamar Bosikashvili
  • Apr 30
  • 1 min read

Updated: May 7

პერსონალის ცვლების მართვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევაა HR მენეჯერებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სადღეღამისო სამუშაო გრაფიკს, ზეგანაკვეთურ საათებს და მუდმივად ცვალებად განრიგებს.

Aisitec HR-ის ახალი მოდული სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს და საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ ყველა ცვლა ერთი პლატფორმიდან.



რა პრობლემებს წყვეტს სადღეღამისო ცვლების მოდული?

HR დეპარტამენტები ხშირად ებრძვიან ცვლების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს:

  • მანუალური დაგეგმვის სირთულე 

  • ცვლების ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების შეუძლებლობა და თანამშრომელთა დროული ინფორმირება რეალურ დროში

  • ანაზღაურების გაანგარიშების სხვადასხვა კონფიგურაცია და გაანგარიშების სირთულე და შეცდომები

  • თანამშრომლების ხელმისაწვდომობის და მათი მონიტორინგის სირთულე

Aisitec HR Time-tracking & Shifts
Aisitec HR Shifts

როგორ მუშაობს Aisitec HR სისტემის ცვლების მართვის მოდული


ჩვენი ახალი გადაწყვეტა გთავაზობთ:

  • მარტივი დაგეგმვა - დღისა და ღამის ცვლების ავტომატური გენერაცია და შემდეგ ხელით კორექტირების საშუალება ნებისმიერ დროს. 

  • მოქნილი მართვა - ცვლების მართვის დელეგირება შესაბამის მენეჯერებთან,  რაც გრაფიკის სწორად გადანაწილებას და თანამშრომელთა დროულ ინფორმირებას უზრუნველყოფს.

  • სიზუსტე - ნამუშევარი დროის ხელით დათვლასთან დაკავშირებული შეცდომები.

  • ავტომატური ანგარიშგება - ცვლების და ნამუშევარი დროის შესაბამისად დამატებითი სარგებლის ავტომატური გაანგარიშება.

    HR Time Tracking Shifts

რატომ უნდა გააციფრულო ცვლების მართვის პროცესი?


თანამედროვე ბიზნესში, სადაც დრო ისევე ღირებულია, როგორც ფინანსური რესურსები, ცვლების მართვის ავტომატიზება არ არის ფუფუნება - ეს აუცილებლობაა. 

კვლევები აჩვენებს, რომ სადღეღამისო ცვლების ეფექტური მართვა არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თანამშრომელთა კმაყოფილებას. არასწორად გამართული ცვლები კი იწვევს თანამშრომელთა გადაწვას და კომპანიის რესურსების არაეფექტურ გამოყენებას.


Aisitec HR-ის ცვლების მართვის მოდული საშუალებას გაძლევთ დაივიწყოთ ამ პროცესთან დაკავშირებული ყოველდღიური რუტინა და ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - თქვენი გუნდის განვითარება და ბიზნესის წინსვლა.

ჩვენ გვენდობიან ბაზრის ლიდერები, გამოიყენეთ Aisitec HR თქვენც – დაგეგმე დემო შეხვედრა.


 
 
 

Comments


bottom of page