top of page
Search

HR პოზიციების გზამკვლევი: როლები და მოვალეობები

  • Writer: Tamar Bosikashvili
    Tamar Bosikashvili
  • Sep 23
  • 2 min read

ადამიანური რესურსების მართვის სფერო უკვე დიდი ხანია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დოკუმენტების მოწესრიგებით თუ კონტრაქტების გაფორმებით. თანამედროვე HR გუნდი ყოველი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია —  ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რომელიც ადამიანებზე ორიენტირებულ, მონაცემებით მართულ და აღმასრულებელ გადაწყვეტილებებზე მუშაობს. 

HR-ის დეპარტამენტი მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალებს აერთიანებს.  თითოეული როლი განსხვავებულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს გულისხმობს. ამ ბლოგში გიზიარებთ HR პოზიციების სრულ გზამკვლევს.


HR პოზიციების გზამკვლევი


HR ადმინისტრატორი 

როლი: 

პროფესიონალი, რომელიც ადმინისტრაციული მიმართულებით მუშაობს და, უპირველესად,  HR ოპერაციების შეუფერხებელ წარმოებას უზრუნველყოფს. 

HR ადმინისტრატორი ძირითადად საშუალო და დიდ ორგანიზაციებში გვხვდება. 

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა ფაილების მართვა (კონტრაქტები, შრომითი ხელშეკრულებები, პოზიციის ცვლილებები)

  • ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემების (HRIS) ოპტიმიზაცია

  • ღონისძიებებისა და ტრენინგების კოორდინაცია

  • შვებულებების მენეჯმენტი და სამუშაო დღეების მონიტორინგი და აღრიცხვა

  • შრომით კოდექსისა  და კომპანიის შიდა პოლიტიკის  დაცვის უზრუნველყოფა 


HR Generalist 

როლი: 

მრავალფუნქციური სპეციალისტი, რომელიც HR-ის თითქმის ყველა მიმართულებას აერთიანებს და კომპანიაში თანამშრომლის სრული ციკლის მართვაში მონაწილეობს. 

HR გენერალისტი ხშირად მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში გხვდება. კონკრეტულად კი ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობის სიმწირის გამო ერთი კადრი რამდენი HR როლს ითავსებს. 

ძირითადი მოვალეობები

  • რეკრუტინგი

  • თანამშრომლებთან ურთიერთობები და შიდა კონფლიქტების გადაწყვეტა

  • შიდა პოლიტიკის მხარდაჭერა

  • ანგარიშგება მენეჯმენტისთვის

  • სარგებლისა და კომპენსაციის კოორდინაცია

  • თანამშრომლის პერფორმანსის მონიტორინგი და მართვა

  • ადგილობრივი შრომის კანონმდებლობის დაცვა

  • თანამშრომელთა ტრენინგისა და განვითარების პროექტების  მხარდაჭერა


HR ბიზნეს პარტნიორი (HRBP)

როლი: სტრატეგიული როლის მქონე სპეციალისტი, რომელიც ბიზნესის საჭიროებებსა და ადამიანური რესურსების ოპერაციებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მოვალეობაა,  კომპანიის მიზნები HR მიზნებთან სრულ თანხვედრაში მოიყვანოს. 

HR ბიზნეს პარტნიორი ხშირად დიდი ზომის ორგანიზაციებს ესაჭიროებათ. 

ძირითადი მოვალეობები

  • დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა და მათი სტრატეგიული მხარდაჭერა 

  • გუნდის სტრუქტურის დაგეგმვა

  • ცვლილებების მენეჯმენტი

  • KPIs და ანალიტიკა


HR მენეჯერი

როლი:

HR დეპარტამენტის მენეჯერი, რომელიც უშუალოდ HR გუნდს მართავს. ის ძირითადად საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებში გვხვდება. მისი ხელმძღვანელი HR ლიდია. 

ძირითადი მოვალეობები

  • HR სტრატეგიის დაგეგმვა და ყოველდღური პროცესების განხორციელება

  • HR გუნდის კოორდინაცია და სხვა HR პოზიციების პერფორმანსის შეფასება

  • ბიუჯეტის მართვა

  • კომპანიის პროცესების მონიტორინგი


HR-ის დირექტორი / HR Lead

როლი:

HR გუნდის ზედა რგოლის მენეჯერი, რომელიც C დონის ლიდერებთან ერთად მუშაობს და კომპანიის ზოგად მართვაში იღებს მონაწილეობას.

ძირითადი მოვალეობები

  • ადამიანური რესურსების სტრატეგიებისა და პოლიტიკის შემუშავება

  • კომპანიის კულტურის, ჩართულობისა და ორგანიზაციული განვითარების ინიციატივების ხელმძღვანელობა

  • კომპანიის დირექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და ტალანტების მოზიდვასთან დაკავშირებით კონსულტირება 

  • HR მენეჯერებისა და HR ბიზნეს პარტნიორების (HRBP) მენტორობა და მართვა

HR Titles

ამგვარად, HR დეპარტამენტი წარმოადგენს კომპანიის გულს, რომელიც მის ფორმირებასა და ზრდაში კრიტიკულ როლს ასრულებს. ამ სფეროში პოზიციები მრავალფეროვანია, თუმცა მთავარი ღირებულება მაინც ერთია: იზრუნონ თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაზე. 

სწორედ ამიტომ, ორგანიზებული HR პროცესები ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარი გასაღებს წარმოადგენს. 


Aisitec HR System Demo

დაჯავშნეთ დემო ახლავე და გაიგეთ, როგორ სრულყოფს თქვენი ორგანიზაციის HR პროცესებს Aisitec-ის HR სისტემა.



 
 
 

Comments


bottom of page