1. დროის აღრიცხვის კალენდარი და კონტრაქტის პირობები
კომპანიაში თანამშრომლის კონტრაქტის პირობები განსაზღვრავს მის სამუშაო გრაფიკს, ხოლო სამუშაო გრაფიკი განსაზღვრავს შიდა წესებითა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.
Aisitec HR სისტემაში დროის აღრიცხვის კალენდარი ავტომატურად გენერირდება კონტრაქტის ისეთ პირობებზე დაყრდნობით, როგორიცაა: დღიური სამუშაო საათები, კვირაში ჯამური სამუშაო საათები, სამუშაო და დასვენების დღეების განსაზღვრა, ზეგანაკვეთური საათების დათვლის პრინციპები და წესები.
შესაბამისად, თუ თანამშრომელი მუშაობს წესებისა და პირობების მიხედვით, მისი კალენდარი ცვლილებას არ საჭიროებს, თუმცა ცვლილების შეტანა შესაძლებელია როგორც თანამშრომლისთვის, ისე უფლებამოსილი პირისთვის.
დროის აღრიცხვის კალენდარში როგორც თანამშრომელს, ასევე უფლებამოსილ პირს შეუძლია შეცვალოს:
-
სამუშაო ადგილმდებარეობა,
-
სამუშაო საათები,
-
სამუშაო დღე დასვენების დღედ გადაანაცვლოს,
-
მონიშნოს — დისტანციურად მუშაობს თუ ოფისიდან, ქონდა თუ არა არასაპატიო გაცდენა.
დროის აღრიცხვის კალენდარში:
-
ავტომატურად აისახება დადასტურებული შვებულებები, საავადმყოფო ფურცელი, სხვა საპატიო/არასაპატიო გაცდენები და მივლინებები;
-
ავტომატურად ითვლება ზეგანაკვეთური საათები — კონტრაქტით განსაზღვრული პირობების მიხედვით;
-
ავტომატურად ითვლება ღამით და დასვენების დღეზე ნამუშევარი საათები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა სახელფასო კოეფიციენტით ანაზღაურდეს;
-
კანონმდებლობით მოთხოვნილი ანგარიშგებები ავტომატურად გენერირდება.
დროის აღრიცხვის კალენდარი თვის ბოლოს მენეჯერების მიერ ვიზირებით დადასტურდება და ინახება სტრუქტურირებულ ფორმატში.
2. დროის აღრიცხვის მართვა
დროის აღრიცხვის სამართავი პანელი ძირითადად საჭიროა იმ კომპანიებისთვის, სადაც თანამშრომლების სამუშაო საათებს ადგენს და მართავს შესაბამისი სერვისი/დეპარტამენტი.
მაგალითად, დეპარტამენტს ჰყავს ტექნიკური გუნდი, რომლის სამუშაო საათებს აკონტროლებს მათი მენეჯერი და თვიურ ჭრილში ასწორებს მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში გამოიყენება შესვლა/გამოსვლის (დაშვების) სისტემა, Aisitec HR ავტომატურად ადარებს კონტრაქტით გათვალისწინებულ სამუშაო საათებს ოფისში ფაქტობრივად მყოფი თანამშრომლების საათებს და ახორციელებს შესაბამის მართვას.
3. სადღეღამისო ცვლების ავტომატური გენერაცია & დაგეგმარება
კომპანიებში სადღეღამისო ცვლები, ისევე როგორც დროის აღრიცხვის კალენდარი, გენერირდება კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით და წესებით.
ცვლები გულისხმობს:
-
თვის ჭრილში სამუშაო და დასვენების დღეების განსაზღვრას,
-
სამუშაოს დაწყება/დამთავრების , შესვენების საათების განსაზღვრას,
-
დღის ჭრილში ერთზე მეტი ცვლის არსებობას.
4. ცვლების მართვის პანელი
როგორც დროის მართვის სამართავი პანელი, ასევე არსებობს ცვლების დაგეგმარების სამართავი პანელი, სადაც შესაძლებელია უკვე დაგენერირებული ცვლების:
-
კორექტირება,
-
წაშლა ან მთლიანი თვის გასუფთავება,
-
დღის ჭრილში რამდენიმე ცვლის დამატება,
-
არასამუშაო დღეზე ნამუშევარი საათების დაფიქსირება,
-
არასაპატიო გაცდენის დაფიქსირება,
-
ინდივიდუალურად დასვენების დღეების განსაზღვრა,
-
თანამშრომლებს შორის ცვლების გადაცვლა,
-
ცვლების მონიშვნა და მათი კოპირება სხვა თანამშრომლის გრაფიკში.
რაც მთავარია, ცვლების შევსება/დაგეგმარებისას ხედავთ თვის ჭრილში შესაძლო ნომინალური სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამუშაო საათები.
5. დაშვების სისტემები და დროის აღრიცხვა
Aisitec HR-ში დაშვების სისტემა კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ინტეგრირდება.
დაშვების სისტემა შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის — მაგალითად: თითის ანაბეჭდი, ვიდეონაკადები, საშვი ბარათები, ღილაკზე კლიკი და სხვა.
დაშვების სისტემიდან მიღებული ინფორმაცია — თანამშრომლის კომპანიაში შესვლა/გამოსვლის შესახებ — რეალურ დროში ინახება და მუშავდება. ეს ინფორმაცია დარდება კონტრაქტით განსაზღვრულ სამუშაო დღეებსა და საათებს, ხოლო ცდომილებებზე ანგარიშები ავტომატურად გენერირდება.
დაშვების სისტემის არსებობის მიუხედავად, პასუხისმგებელ პირს შეუძლია ნამუშევარი საათების კორექტირება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დადასტურდეს მენეჯერის მიერ.

