სახელფასო მართვის სისტემა
აისიტექის PAYROLL მოდული კომპანიებს აძლევს სრულ კონტროლს სახელფასო პროცესებზე.
ზეგანაკვეთურიდან რეზერვამდე, მრავალვალუტიანი კალკულაციიდან აუდიტისთვის მზა რეპორტინგამდე — ყველაფერი ერთ სისტემაში.
✔️ სახელფასო ციკლი დღეებში, არა კვირებში
✔️ ფინანსური გუნდი მუშაობს ერთ სისტემაში
✔️ CFO ხედავს სრულ სახელფასო ხარჯს რეალურ დროში
✔️ აუდიტისთვის მზა მონაცემები + შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა
✔️ 50 თუ 800+ თანამშრომელი — პროცესი იდენტურია
.png)
PAYROLL ფუნქციონალი
1. ხელფასის გადანაწილება და ავტომატური დარიცხვა
2. ხელფასისა და პირობების ცვლილება ნებისმიერ დღეს
3. საათობრივი და დღიური ანაზღაურება
4. მულტი-სავალუტო ანაზღაურება
5. რეზერვის თანამშრომლების მხარდაჭერა
6. ზეგანაკვეთური ანაზღაურების კოეფიციენტები
7. ზეგანაკვეთური საათების დათვლა მიმდინარე ან მომდევნო თვეში
8. დანამატებისა და დაქვითვების მართვა
9. გარე დარიცხვა/დაქვითვის იმპორტი
10. შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვა
1. ხელფასის გადანაწილება და ავტომატური დარიცხვა
აისიტექის Payroll საშუალებას აძლევს კომპანიებს ხელფასის დარიცხვა მოხდეს თვეში ერთხელ ან ორჯერ. სისტემაში შესაძლებელია სხვადასხვა სქემის კონფიგურაცია, მაგალითად:
-
თვის დასაწყისში – წინა თვის ბოლო 10 დღის ანაზღაურება, ხოლო თვის ბოლოს – მიმდინარე თვის 20 დღის ხელფასი;
-
თვის დასაწყისში – პირველი 15 დღის ხელფასი, ხოლო თვის ბოლოს – დარჩენილი 15–16 დღის ანაზღაურება;
-
ნებისმიერი სხვა საჭირო მოდელი.
ყველა ფინანსური ოპერაცია თვის ჭრილში ავტომატურად არქივდება — აუდიტისთვის მზა ფორმატში.
2. ხელფასისა და პირობების ცვლილება ნებისმიერ დღეს
ხშირად ხდება, ხელფასის დარიცხვის შემდეგ კომპანიას სჭირდება ცვლილებების შეტანა – როგოროცაა, ხელფასის ზრდა მიმდინარე თვეს, უხელფასო შვებულების გაფორმება უკვე დარიცხული ხელფასის დღეებში.
სისტემა ასეთ შემთხვევებს ავტომატურად ამუშავებს და საჭირო სხვაობა მომდევნო თვეში გადმოაქვს.
მაგალითები:
-
თუ 27-ში დაირიცხა ხელფასი და 28-ში მოხდა ხელფასის გაზრდა, სხვაობა ძველ და ახალ ხელფასს შორის ავტომატურად დაერიცხება შემდეგ თვეს;
-
თუ თანამშრომელმა ხელფასის დარიცხვის შემდეგ აიღო უხელფასო შვებულება, შესაბამისი თანხა მომდევნო თვეში გამოიქვითება;
-
თვის შუა პერიოდში აყვანილი ახალი თანამშრომლის ხელფასი გამოითვლება თვის სამუშაო დღეების მიხედვით;
-
კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული შვებულების ხარჯი ავტომატურად ნულდება;
-
რეზერვის თანამშრომლის დაქირავების შემთხვევაში მისი ანაზღაურება დამოკიდებულია მის სამუშაო დღეზე და იმ თანამშრომლის ხელფასზე, რომელსაც ცვლის.
ყველა ეს სცენარი აისიტექის სისტემაში სრულად ავტომატიზებულია.
3. თვიური, დღიური და საათობრივი ანაზღაურება
სისტემა მხარს უჭერს თვიურ, საათობრივ და დღიურ ანაზღაურების მოდელს.
თვიური ხელფასის საათობრივი კოეფიციენტი გამოითვლება ორი მეთოდით: თვიური ნომინალური საათების მიხედვით ან ფიქსირებული კოეფიციენტით — კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
თანამშრომლის ხელფასი გამოითვლება რეალურად ნამუშევარი საათების ან დღეების მიხედვით და ითვალისწინებს შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა წესს.
4. მულტი-სავალუტო ანაზღაურება და კონვერტაცია
აისიტექის Payroll იძლევა შესაძლებლობას თანამშრომლების ანაზღაურება მოხდეს სხვადასხვა ვალუტაში.
-
ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შესაძლებელია ყველა დანამატი და დაქვითვა აისახოს კონკრეტულ ვალუტაში;
-
საჭიროების შემთხვევაში თანხა კონვერტირდება კომპანიის ძირითად ვალუტაში;
-
დარიცხვის მომენტში ფიქსირდება ოფიციალური გაცვლითი კურსი და გამოთვლა ხდება სწორედ ამ კურსის საფუძველზე.
ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებისთვის.
5. რეზერვის თანამშრომლები და დარიცხული შვებულების მართვა
კომპანიებში ხშირად მუშაობენ რეზერვის თანამშრომლები, რომლებიც ძირითადი შტატის თანამშრომლებს ანაცვლებენ საჭიროების შემთხვევაში.
აისიტექის სისტემა ავტომატურად ითვლის მათ ხელფასს ნამუშევარი დროის და ჩანაცვლებული თანამშრომლის ანაზღაურების შესაბამისად. ამასთან, სისტემა წინასწარ ითვლის სახელფასო რეზერვს ახალი ვაკანსიისთვის — დასაქმებამდე, რაც CFO-ს საშუალებას აძლევს ბიუჯეტი ზუსტად დაგეგმოს.
დარიცხული შვებულების ხარჯი ხილვადია თვიურად, პერიოდის დასაწყისისა და ბოლოს ჭრილში — და კონტრაქტის შეწყვეტისას ავტომატურად ნულდება.
6. ზეგანაკვეთური ანაზღაურების კოეფიციენტები
კომპანიებში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ტიპის სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურების სისტემა. აისიტექის Payroll საშუალებას იძლევა განისაზღვროს განსხვავებული კოეფიციენტები:
-
ღამის საათებისთვის;
-
დასვენების დღეზე ნამუშევარი დროისთვის;
-
კონკრეტული პოზიციებისა და სტრუქტურული ერთეულების ჭრილში.
სისტემა ავტომატურად ახორციელებს შესაბამის კალკულაციას.
7. ზეგანაკვეთური, ღამის და უქმეების კოეფიციენტები
კომპანიებში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ტიპის სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურების სისტემა. აისიტექის Payroll საშუალებას იძლევა განისაზღვროს განსხვავებული კოეფიციენტები — პროცენტული ან ფიქსირებული:
- ღამის საათებისთვის;
- დასვენების დღეზე ნამუშევარი დროისთვის;
- უქმე დღეების ზეგანაკვეთური საათებისთვის;
- კონკრეტული პოზიციების, დეპარტამენტების ან ინდივიდუალური თანამშრომლის ჭრილში.
სისტემა ავტომატურად ახორციელებს შესაბამის კალკულაციას — ნებისმიერი სირთულის გრაფიკისთვის.
8. დანამატებისა და დაქვითვების მართვა
აისიტექის Payroll კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს და ავტომატურად დაამატოს ან დააკლოს თანამშრომლებს ნებისმიერი ტიპის თანხა:
-
ფიქსირებული თანხა (მაგ. დაზღვევა, იჯარა, აღსრულება);
-
ხელფასის პროცენტული წილი (მაგ. ბონუსი);
-
ერთჯერადი ან პერიოდული დარიცხვა;
-
მუდმივი დანამატი.
სისტემას ასევე აქვს ჯგუფური განახლების ფუნქცია, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
9. გარე დარიცხვა/დაქვითვის იმპორტი
თუ კომპანიის შიგნით ბონუსები ან დაქვითვები ითვლება გარე სისტემებში, აისიტექის პლატფორმა იძლევა მათი ერთ იანად ატვირთვის შესაძლებლობას.
ატვირთული მონაცემები გადის დამტკიცების პროცესს და ავტომატურად ერთვება სახელფასო კალკულაციებში.
10. შრომითი კანონმდებლობის სრული დაცვა და აუდიტისთვის მზა მონაცემები
აისიტექის Payroll სრულად შეესაბამება საქართველოს შრომით კანონმდებლობას.
-
საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლის შვებულების თანხა გამოითვლება წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურების მიხედვით;
-
40-საათიან სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლის ზედმეტი საათები ავტომატურად ითვლება ზეგანაკვეთურად;
-
სისტემაში გათვალისწინებულია ყველა ნორმა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
ყველა კალკულაცია, დარიცხვა და ცვლილება ფიქსირდება სისტემაში — აუდიტისთვის მზა ფორმატში, დროის ნებისმიერი პერიოდის ჭრილში. ეს უზრუნველყოფს როგორც კომპანიების, ისე თანამშრომლების ინტერესების დაცვას და CFO-ს სრულ ფინანსურ ხილვადობას.


