KPI მეტრიკები HR მენეჯერებისთვის
- Tamar Bosikashvili
- May 31
- 3 min read
დღეს, როდესაც ბიზნესგარემო ყოველდღიურად იცვლება და ადამიანური რესურსების მართვა ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ფუნქციად იქცა კომპანიებში, HR პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზუსტი მეტრიკებით მიღებული გადაწყვეტილებები.
ამის მიღწევა KPI-ების (Key Performance Indicators) საშუალებით არის შესაძლებელი.
KPI-ები არის ის სარკე, რომელშიც HR ფუნქციის ეფექტიანობა სრულად აირეკლება. მათი რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია, რომ ორგანიზაცია ადამიანებზე ორიენტირებული, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
ძირითადი KPI-ები HR მენეჯმენტში:
🔸 თანამშრომელთა გადინების კოეფიციენტი (Turnover Rate) —
აჩვენებს სტაბილურობას და კადრების შენარჩუნების დონეს.
🔸 თანამშრომელთა ჩართულობის დონე (Engagement Score) —
გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე და ინოვაციურობაზე.
🔸 დასწრებისა და დაგვიანების მაჩვენებლები (Absenteeism & Tardiness Rates) —
განსაზღვრავს დისციპლინასა და ოპერაციულ უწყვეტობას.
🔸 რეკრუტინგის ხანგრძლივობა (Time to Hire) —
აჩვენებს HR პროცესის ოპერატიულობასა და კოორდინაციას.
🔸 ონბორდინგის დასრულების დრო (Time to Productivity) —
ზომავს ახალ თანამშრომელთა ადაპტაციის სისწრაფეს.
🔸 ტრენინგის ROI (Learning & Development ROI) —
ასახავს სწავლებისა და განვითარების შედეგიანობას.
🔸 შესავსები პოზიციების რაოდენობა (Open Positions Rate) —
აჩვენებს საკადრო პოლიტიკისა და შერჩევის ეფექტიანობას.
🔸 შეცდომების რაოდენობა HR პროცესებში (HR Process Error Rate) — ზომავს პროცესების ავტომატიზაციისა და სტანდარტიზაციის ხარისხს.

Turnover Rate – თანამშრომელთა გადინების კოეფიციენტი
აჩვენებს, რამდენად სტაბილურია თანამშრომელთა შენარჩუნება ორგანიზაციაში. მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს მართვის სისტემურ პრობლემებზე ან მობილობის საჭიროებაზე. ფორმულა: (პერიოდში წასული თანამშრომლების რაოდენობა / საშუალო თანამშრომელთა რაოდენობა) × 100
ბენჩმარკი: 10–15% წელიწადში ითვლება ჯანსაღად. 20%-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე საყურადღებოა.
Engagement Score – ჩართულობის დონე
ზომავს თანამშრომელთა მოტივაციას, კმაყოფილებასა და ფსიქოლოგიურ ერთგულებას კომპანიის მიმართ. მაღალი ჩართულობა ზრდის პროდუქტიულობას და ინოვაციურობას. ფორმულა: (ჩართული თანამშრომლების რაოდენობა / გამოკითხულთა რაოდენობა) × 100
ბენჩმარკი: 70–75% არის მაღალი ჩართულობის დონე. 50%-ზე ნაკლები – რისკის ზონა.
Absenteeism & Tardiness Rates – გაცდენის & დაგვიანების მაჩვენებლები
განსაზღვრავს თანამშრომელთა დისციპლინასა და სამუშაო პროცესების უწყვეტობას. მიუთითებს როგორც შიდა კულტურულ, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფორმულა: (გაცდენილი სამუშაო დღეები / საერთო დაგეგმილი სამუშაო დღეები) × 100
ბენჩმარკი: 1.5–3% ყოველთვიურად. 5%-ზე მეტი შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე.
Tardiness Rates ფორმულა: (დაგვიანების შემთხვევები / საერთო სამუშაო დღეების რაოდენობა) × 100
ბენჩმარკი: <2% დამაკმაყოფილებელია.
Time to Hire – დასაქმების ხანგრძლივობა
ზომავს იმ დროის შუალედს, რაც საჭიროა ახალი კანდიდატის შერჩევისთვის. ეფექტური შერჩევა ამცირებს დანაკარგს და აუმჯობესებს რესურსების განაწილებას. ფორმულა: (დღეების ჯამი, რაც დასჭირდა შერჩევის პროცესს / დაქირავებული პოზიციების რაოდენობა)
ბენჩმარკი: 24–42 დღე – საშუალო რეკრუტინგის დრო. ტექნიკური პოზიციებისთვის – მეტი.
Time to Productivity – ადაპტაციის სიჩქარე
აჩვენებს, რა დრო სჭირდება ახალ თანამშრომელს პროდუქტიულობის სრულ ნიშნულზე მისაღწევად. კრიტიკულია HR პროცესების გამართულობისა და ონბორდინგის სისტემურობის თვალსაზრისით.
ფორმულა: (საშუალო დღეები, რაც დასჭირდა ახალ თანამშრომლებს პროდუქტიულ დონეზე გასვლას)
ბენჩმარკი: 60–90 დღე, დამოკიდებულია პოზიციაზე და ონბორდინგის სისტემურობაზე.
Learning & Development – ტრენინგის & განვითარების შედეგიანობა
ზომავს, რამდენად ახდენს გავლენას ტრენინგები და განვითარების ინიციატივები თანამშრომელთა კომპეტენციასა და საქმიანი მიზნების მიღწევაზე.
ფორმულა: [(სარგებელი – ტრენინგის ხარჯი) / ტრენინგის ხარჯი] × 100
ბენჩმარკი: 200–300% ითვლება კარგ მაჩვენებლად. უარყოფითი ROI მიუთითებს არააეფექტურ ინვესტიციაზე.
Open Positions Rate – ვაკანტური პოზიციების რაოდენობა
აჩვენებს მიმდინარე ღია ვაკანსიების წილს მთლიან შტატთან შედარებით. მიუთითებს შერჩევის პროცესის სისწრაფესა და შიდა რესურსების დაგეგმვის უნარზე.
ფორმულა: (ღია ვაკანსიების რაოდენობა / კომპანიის მთლიანი პოზიციების რაოდენობა) × 100
ბენჩმარკი: 5–10% მიმდინარე ობიექტურ ვაკანსიებზე მიუთითებს. >15% მიანიშნებს რესურსების დეფიციტზე.
HR Process Error Rate – პროცესებში არსებული შეცდომების მაჩვენებელი
ზომავს ადმინისტრაციულ პროცესებში (დოკუმენტბრუნვა, ხელფასები, დროის აღრიცხვა) დაშვებული შეცდომების რაოდენობას. მიუთითებს ავტომატიზაციის დონესა და პროცესების სისწორეზე.
ფორმულა: (დაშვებული შეცდომების რაოდენობა / საერთო პროცესების რაოდენობა) × 100
ბენჩმარკი: <1% ითვლება ავტომატიზებული და გამართული პროცესის ნიშანი.
როგორ ეხმარება Aisitec HR ამ KPI-ების მონიტორინგში?
Aisitec HR-ის პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ ფუნქციონალს, რაც HR გუნდს სჭირდება KPI-ების მისაღწევად და რეალურ-დროში ანალიტიკისთვის:
🔸 ავტომატიზებული დასწრების აღრიცხვა
🔸 ანალიტიკა და ანგარიშგება მარტივი ინტერფეისით
🔸 360° შეფასების მოდული თანამშრომელთა ჩართულობისა და განვითარების გასაზომად
🔸 ონბორდინგ პროცესების გაწერა, რომელიც ამცირებს ადაპტაციის დროს
🔸 დეტალური დოკუმენტბრუნვა, რომელიც აჩქარებს შერჩევის პროცესს
ციფრული HR მოდულებით შენს გუნდს აქვს დრო ფოკუსირდეს მთავარზე – ადამიანებზე და შედეგებზე.
მოითხოვე 14-დღიანი უფასო დემო ვერსია და გახადე Aisitec სისტემა შენი HR გუნდის ყოველდღიური სტრატეგიის ნაწილი – www.aisitec.com
Comentarios