AI & HR პროგნოზები: სტრატეგიული გზამკვლევი თანამედროვე გუნდებისთვის
- Tamar Bosikashvili

- Aug 7
- 2 min read
Updated: Aug 11
თუ კადრების აყვანა, შენარჩუნება და ხშირი როტაცია ზრდას აფერხებს – მარტო არ ხარ. ხშირად, ამის ძირითადი მიზეზი სუსტი, ქაოტური ან არარსებული HR პროგნოზებია.
მერყევ ბაზარზე ადამიანური რესურსების დაგეგმვაში ინტუიციაზე და ხანდახან გამოცდილებაზეც კი, დაყრდნობა სარისკოა. მსგავსი რისკების პრევენციისთვის ლიდერი HR გუნდები მონაცემებზე დაფუძნებულ პროგნოზებს იყენებენ. გაიგე მეტი HR პროგნოზზე და მის აუცილებლობაზე.

რა არის HR პროგნოზები (და რატომ არის მნიშვნელოვანი)
HR პროგნოზები ბიზნესის მიზნებსა თუ მის შიდა პოლიტიკაზე, დასაქმების ტენდენციებსა და ბაზრის პირობებზე დაყრდნობით განსაზღვრავენ არსებული და მომავალ ტალანტების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციას ჰყავდეს სწორი ადამიანები, საჭირო დროს, საჭირო უნარებით და შესაბამისი ბიუჯეტით.
HR პროგნოზირების ტიპები და სტრატეგიული მიდგომები
მოთხოვნაზე ორიენტირებული პროგნოზები
ეს არის საბაზისო და ყველაზე გავრცელებული პროგნოზის სახეობა, რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს:
რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება?
რა კვალიფიკაცია და უნარები იქნება საჭირო?
როდის დაგვჭირდება ეს თანამშრომლები?
მიწოდებაზე ორიენტირებული პროგნოზები
ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ორგანიზაციისთვის სტრატეგიული პროგნოზია მიწოდების შესაბამისი პროგნოზები, ისინი ეყრდნობა იმ ტალანტების ინფორმაციას, რაც უკვე არსებობს თქვენს ორგანიზაციაში (და მის გარეთ) და ავლენს ვინ იქნება საუკეთესო მომავალი ტალანტი?
მოთხოვნის და მიწოდების პროგნოზი ერთმანეთს ერწყმის “Gap ანალიზში” (Gap Analysis) და ავლენს ერთმანეთის შეუსაბომობას ან პირიქით თანაკვეთებს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
უნარების ანალიზი: რა უნარები გვაქვს და რა გვჭირდება?
შტატური ანალიზი: არის თუ არა სწორი პოზიციები, შესაბამისი უნარების მქონე ტალანტებით დაკავებული?
ლიდერობის ანალიზი: მომავალი ლიდერობისთვის, საკმარისია თუ არა ტალანტების უნარები?
ტექნოლოგიური და პროცესული დეფიციტი: არის თუ არა ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა და პროცესები თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტებთან შესაბამისობაში?
სტრატეგიული პროგნოზების აღსრულება
პროგნოზების და “Gap ანალიზის” გამოვლენის შემდეგ, დგება კონკრეტული ქმედებების დრო, რომელიც ბიზნეს შედეგებში უნდა აისახოს.
თითოეული ნაბიჯი, რომელიც პროგნოზზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს საჭიროებს თანმიმდევრულობას და ცხად ეტაპებს, როგორიცაა მაგალითად:
ზუსტი მიზნები: ჩამოაყალიბეთ ზუსტი მიზნები და მათი შეფასების საზომები.
ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებები: თითოეული მიზანის მისაღწევად ჩამოაყალიბეთ კონკრეტული ქმედებები .
დროის ჩარჩო: განსაზღვრეთ ვადები და ეტაპები.
როლები და პასუხისმგებლობები: გადაანაწილეთ პასუხისმგებელი პირები გუნდში.
რესურსები: განსაზღვრეთ საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტები და ბიუჯეტი.
მონიტორინგი: დააკვირდით პროგრესს და საჭიროებისამებრ შეიტანეთ ცვლილებები.
აღსრულება არის ის, რაც სტრატეგიას წარმატებად აქცევს.
HR პროგნოზირების რეალური სარგებელი
ჰრ პროგნოზირების სარგებელი სხვადასხვა მიმართულებით აისახება კომპანიის საქმიანობაში, კერძოდ:
სტრატეგიული პროგნოზი, როდესაც ადამიანური რესურსების დაგეგმვა თანხვედრაში მოდის ბიზნესის გრძელვადიან მიზნებთან.
პროაქტიური როტაცია თუ დანიშვნა: საჭირო უნარების მქონე ტალანტების წინასწარი მოძიება და დანიშვნა საჭირო პოზიციებზე.
სახელფასო ხარჯის ოპტიმიზაცია: სახელფასო ბიუჯეტირების პროგნოზით და შტატური დისბალანსის შემცირებით ფინანსური ხარჯის ოპტიმიზაცია.
უნარების მართვა: ადრეულ ეტაპზე უნარების დეფიციტის გამოვლენა და სწავლება/გადამზადების დაგეგმვა.
ორგანიზაციული მოქნილობა: ბაზრის მოთხოვნების თუ ტექნდეციების ცვლილების შესაბამისად ტექნოლოგიური მზადყოფნა.
ხელსაწყოები, რომლებიც პროგნოზირებაში გვეხმარება
HR ადმინისტრაციის სისტემები (HRIS): პლატფორმები როგორიცაა Aisitec HR აერთიანებს მონაცემებს სტრუქტურიზებულ ფორმატში და აანალიზებს მის ისტორიულ მახასიათებლებს.
თანამშრომლეთა ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფა: SAP SuccessFactors, Oracle HCM ან Power BI ასევე აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს.. Aisitec HR გთავაზობთ Power BI-თან ინტეგრაციას.
პროგნოზები და ანალიტიკა: გამოიყენეთ AI და მანქანური სწავლება, სხვადასხვა პროგნოზების მისაღებად. Aisitec დამოუკიდებელი პროექტების სახით სთავაზობს კლიენტ კომპანიებს მისივე მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლო HR პროგნოზებს.
ERP და CRM სისტემები: Aisitec HR გთავაზობთ ზემოთ აღნიშნულ სისტემებთან ინტეგრაციას.
ტალანტების სწავლების და გადამზადების სისტემები: საფუძველია მოთხოვნისა და მიწოდების სწორი პროგნოზირების
“ხელსაწყოები და მონაცემთა მოდელები აუცილებელია HR პროგნოზირებისთვის, თუმცა ისინი საბოლოოდ მიმართულია ადამიანების კეთილდღეობაზე, მათ მოლოდინებზე, კარიერულ ამბიციებსა და ორგანიზაციულ კულტურაზე. რეალური და შედეგზე ორიენტირებული პროგნოზები, ყოვეთვის ითვალისწინებენ თანამშრომელთა განწყობას, გუნდის უკუკავშირებს სხვადასხვა საკითხების მიმართ და ასევე იმ გარე ფაქტორებს, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობას თან ახლავს.”
Aisitec HR System არის მონაცემებზე ორიენტირებული, სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობების მქონე პლატფორმა.
დაჯავშნეთ დემო ახლავე და გადადგით პირველი ნაბიჯი სამუშაო ძალის სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვისკენ.




Comments