მართე რამდენიმე კომპანიის HR პროცესები ერთი სისტემით
- Tamar Bosikashvili

- Mar 30
- 2 min read
თუ ერთდროულად რამდენიმე კომპანიის HR პროცესებს მართავ - იქნება ეს აუთსორსინგ კომპანია, ჰოლდინგი თუ დამოუკიდებელი HR კონსულტანტი, ეს ბლოგი გაჩვენებს, თუ როგორ უნდა გააერთიანო ყველა პროცესი ერთ სისტემაში.

წარმოიდგინე სიტუაცია... დილის 10 საათია, HR სპეციალისტს 4 ტაბი აქვს გახსნილი. თითოეულში სხვადასხვა კომპანიის Excel-ია. ერთში ხელფასები, მეორეში შვებულებები, მესამეში დროის აღრიცხვის ცხრილები. შუადღისთვის თანამშრომლების მონაცემებს ერთი ფაილიდან მეორეში ათჯერ მაინც გადაიტანს.
ეს პროცესი რეალობაა ყველასთვის, ვინც HR ადმინისტრირებას რამდენიმე კომპანიისთვის ერთდროულად მართავს. სწორედ ესეთ ამოცანებს აგვარებს Aisitec HR სისტემა ერთი პლატფორმიდან.
თუმცა, პრაქტიკაში, HR პროფესიონალების უმეტესობა კვლავ გაფანტულ მონაცემებს და გაორმაგებულ სამუშაოს ებრძვის, რაც პროდუქტიულობას მკვეთრად ანელებს.
რამდენიმე კომპანიის HR-ის მართვა
ვინც რამდენიმე ორგანიზაციას ემსახურება, თითქმის ყოველთვის Excel-ით იწყებს. ერთი კლიენტი, ერთი საქაღალდე, ერთი ფაილი. ლოგიკურია. თუმცა თუ ამას კიდევ ერთი კომპანია ემატება, მაშინ იწყება ქაოსი.
Aisitec-ის დაკვირვებით, HR გუნდები კვირაში დაახლოებით 14 საათს კარგავენ მონაცემების ხელით შეყვანაზე, ხელფასების კორექტირებასა და ანგარიშგებაზე.
ზოგი, ალტერნატივად HR პროგრამას განიხილავს, თუმცა ყოველი კომპანიისთვის ცალცალკე მომხმარებელს (იუზერს) ყიდულობს. როცა იუზერი კომპანიაზეა მიბმული, ხარჯი კლიენტების რაოდენობასთან ერთად იზრდება.
მაგალითად, 25 თანამშრომლიანი სამი კომპანია შესაძლოა სამჯერ ძვირი დაჯდეს, ვიდრე ერთი კომპანია 75 თანამშრომლით ან პაკეტი, რომელიც კომპანიების რაოდენობას აერიანებს. აისიტექის HR პლატფორმა გთავაზობთ ფასების მოქნილ მოდელს.
სამი როლი, ერთი საერთო HR ტკივილი
პირველი სცენარი | დამოუკიდებელი HR კონსულტანტი 3 მცირე კომპანიისთვის მართავს HR ადმინისტრირებას ხელფასების კოორდინაციით. გასულ თვეს მეოთხე კლიენტი დაემატა, უარის თქმასაც აპირებდა, რადგან მის Excel-ზე აგებულ პროცესებს კიდევ ერთი კომპანია ძალიან გაართულებდა, თუმცა მაინც გარისკა. |
მეორე სცენარი | 5-კაციანი HR აუთსორსინგ კომპანია, რომელიც 12 კლიენტს ემსახურება. ნებისმიერი HR აუთსორსინგის პროგრამა მათ სამუშაო პროცესს უნდა აერთიანებდეს. სინამდვილეში კი ხუთი HR სპეციალისტი კლიენტებს ინაწილებს და დამოუკიდებლად მუშაობს. შედეგად კი 5 ადამიანი 12 ანგარიშს ხუთი სხვადასხვა ფორმატით ამზადებს. |
მესამე სცენარი | ჰოლდინგი. ქართული კომპანია სამი შვილობილით (საცალო, ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა) ჯამში 180 ადამიანს ასაქმებს. ჯგუფის HR დირექტორს საბჭოსთვის კვარტალური რიცხვები სჭირდება: რამდენი თანამშრომელია, რა ღირს შრომითი ძალა. ამ პასუხის მისაღებად სამი დღე ელ-ფოსტები იგზავნება შვილობილი კომპანიების მენეჯერებთან, შემდეგ ორი დღე მონაცემების კონსოლიდაციას ხმარდება. საქმე, რომელსაც თანამედროვე სისტემით ხუთი წუთი სჭირდება, ხუთ დღეს ითვლის. |
ერთიანი HR სისტემა რამდენიმე კომპანიისთვის
გამოსავალი იწყება ერთიანი და მოქნილი პლატფორმით, სადაც ყველა კომპანიის მონაცემი სტრუქტურიზებულია და აღქმადია. შესაძლოა მონაცემების დამუშავების ლოგიკა განსხვავდებოდეს კომპანიის ჭრილში, თუმცა ის დროის ნებისმიერ მომენტში ხელმისაწვდომი და გამჭირვალეა.
კონტრაქტების მართვა, HR ადმინისტრირება, ხელფასების და ფინანსების კალკულაცია, დროის და ცვლების დაგეგმარება, ანგარიშგება ერთი გარემოს ჭრილში მთლიანობას და უწყვეტობას ინარჩუნებს. თანამშრომლების მონაცემების სწორი ავტორიზებული შენახვა უსაფრთხოების გარანტიაა.
ფასები
HR სისტემების უმრავლესობის განფასება თითოეული კომპანიის ჭრილშია მოცემული.
(მაგ: 4 კომპანიის ფარგლებში, როცა მხოლოდ ჯამში 75 თანამშრომელია, HR სისტემის უმრავლესობა ცალ-ცალკე 4 კომპანიით ითვლის ფასს).
Aisitec HR სისტემის განფასება მოქნილია და არ არის დამოკიდებულია კომპანიების რაოდენობაზე. მაგალითად, HR აუთსორსინგ კომპანია, რომელიც ოთხ კლიენტს ემსახურება იხდის ერთ Subscription-ს, სადაც ყველა მოდული ავტომტურად არის ჩართული. ყოველი მოდული მოიცავს Payroll-ს, HR ადმინისტრირებას, ელ. დოკუმენტებს და ვიზირების სქემებს, დროის აღრიცხვას, ცვლების დაგეგმარებას, ანალიტიკას, 360° შეფასებას და თანამშრომლის თვითმომსახურების პორტალს.
რამდენიმე კომპანიას მართავ?
ჩანიშნე 20-წუთიანი დემო შეხვედრა და ნახე, როგორ დაგეხმარება Aisitec გააციფრულო ყველა შენი კომპანია ერთ სისტემაში.




Comments