top of page
Search

HR აუთსორსინგის ბიზნესის ტრანსფორმაცია ციფრული HR პლატფორმით

Writer: Tamar BosikashviliTamar Bosikashvili

HR აუთსორსინგის კომპანიები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან: როგორ მართონ რამდენიმე ბიზნეს კლიენტის HR პროცესები ეფექტურად და ამავდროულად შესთავაზონ საუკეთესო გამოცდილება. Aisitec HR გთავაზობთ უნივერსალურ SaaS გადაწყვეტას HR Outsourcing კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ სერვისების მასშტაბირება და შეთავაზებების ციფრული ტრანსფორმაცია.


რატომ სჭირდებათ HR აუთსორსინგულ კომპანიებს ერთიანი HR პლატფორმა


ერთდროულად რამდენიმე ბიზნეს კლიენტების HR პროცესების მართვა მოქნილი ციფრული ხელსაწყოებით ბევრად უფრო ეფექტური და მარტივია.


"HR პროცესების მართვისას დროის 60% იხარჯება სხვადასხვა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ხელსაწყოების გამოყენებით, მონაცემების გაზიარებით და ერთიანი ბაზის შექმნით, რაც შემდგომში სწორი პროგნოზების კეთების წყარო უნდა იყოს. ეს პროცესი ბევრად რთულდება ერთდროულად რამდენიმე ბიზნესის მომსახურეობისას.  ჩვენ, HR Outsourcing კომპანიებს, ვთავაზობთ მოცემული პრობლემის სრულ გადაწყვეტას." - თამარ ბოსიკაშვილი, CEO

Aisitec HR სისტემა

Aisitec HR-ის უპირატესობები Outsourcing კომპანიებისთვის


ჩვენი პლატფორმა საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად მოემსახუროთ მეტ ბიზნეს კლიენტს და შეინარჩუნოთ ის ინდივიდუალური მიდგომა, რაც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.


  • ყველა კლიენტის HR მონაცემებზე წვდომა ერთი ინტუიციური დეშბორდიდან და მყისიერი გადართვა კომპანიების ანგარიშებს შორის

  • რუტინული დავალებების ავტომატიზაცია, როგორიცაა თანამშრომლების onboarding, HR ადმინისტრირების ნებისმიერი პროცესის მართვა კომპანიების ჭრილში

  • მარტივი ფეიროლი და დროის მართვის მენეჯმენტი

  • რეალურ დროში ანალიტიკისა და ანგარიშგების გენერირება

  • თითოეული კლიენტისთვის დაცული, განცალკევებული გარემოს შექმნა

რეალური გავლენა თქვენს ბიზნესზე

  • შეამცირეთ ადმინისტრაციული და რუტინული საქმე

  • მოემსახურეთ მეტ ბიზნეს კლიენტს არსებული გუნდით

  • მოაწესრიგეთ მონაცემები და მათზე წვდომა ბიზნეს კლიენტების ჭრილში

  • მიიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტები და პროგნოზები/ანალიტიკა რეალურ დროში


უსაფრთხოების კორპორატიული სტანდარტები

თქვენი კლიენტების მონაცემთა უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გთავაზობთ:


  • Enterprise დონის შიფრაციის და უსაფრთხოების პროტოკოლებს

  • Amazon Cloud-ის დაცულ ინფრასტრუქტურას

  • სრულ შესაბამისობას საქართველოს მონაცემთა დაცვის რეგულაციებთან


 

დაწყება მარტივია

  1. დაჯავშნეთ დემო პლატფორმის სანახავად

  2. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ნებისმიერი პროცესის აღწერაში

  3. მხარს დაგიჭერთ მონაცემების მიგრაციაში და გაგიწევთ მუდმივ დახმარებას

შემდეგი ნაბიჯები:

დაჯავშნეთ დემო დღესვე და აღმოაჩინეთ, როგორ დაგეხმარებათ Aisitec HR:

  • ოპერაციების გაციფრულებაში

  • კლიენტებისთვის საუკეთესო გამოცდილების მიწოდებაში

  • Outsourcing ბიზნესის ეფექტურ მასშტაბირებაში

გსურთ თქვენი ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია? მოითხოვეთ 14-დღიანი უფასო დემო ვერსია.

 

Aisitec HR ეხმარება HR Outsourcing კომპანიებს, გააკეთონ მეტი ნაკლები რესურსით

 
 
 

Comments


Aisitec Logo
აისიტექი კომპანიებს HR და ბიზნეს პროცესების
ავტომატიზაციასა და მართვაში ეხმარება

© 2024 Aisitec LTD. All Rights Reserved.

bottom of page